Back
Monday | 10 October. 2011
Works-in-Progress Series: Social Capital: How do Armenia and Georgia Compare? October 12, 2011, Tbilisi, Georgia – Dr. Hans Gutbrod (ENG)
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები წარმოგიდენთ 2011 წლის შემოდგომის მიმდინარე პროექტების რიგით მეორე სერიას:
დოქტორი ჰანს გუთბროდი
”სოციალური კაპიტალი: სომხეთისა და საქართველოს შედარება” თარიღი: ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი, 2011 დრო: 6:15სთ – 7:30სთ ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი თბილისი, საქართველო
****
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. ,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.