მიმდინარე კვლევების პრეზენტაციები

"მიმდინარე კვლევების პრეზენტაცია" არის აკადემიური დისკუსიების სერია, რომელიც CRRC-საქართველოს ოფისში ტარდება (მის.: რ. ჩხიკვაძის 1). ღონისძიებების ორგანიზატორები არიან კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის, და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC). ყველა შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

"მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის" მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და მსჯელობებს მიმდინარე აკადემიური პროექტების შესახებ, რომლებიც კავკასიის რეგიონს ეხება. 

თუ გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი მიმდინარე კვლევების ერთ-ერთ შეხვედრაზე, გამოგვიგზავნეთ ი-მეილი მისამართზე: mariam.kobaladze@crrccenters.org

მიმდინარე სამუშაოები: რელიგიის მიღების იძულება მე-19 საუკუნის კავკასიაში

სამშაბათი | 07 ნოემბერი , 2017
კავკასიონის მთების მოსაზღვრე ქვეყნების ისტორიას სასტიკი ტერიტორიული და რელიგიური დაპირისპირებები ახსოვს. ამ რეგიონის ისტორიულ მოსახლეებს უწევდათ გამკლავება იმასთან, რაც კავკასიაში ძალაუფლების ცვლილებას სდევდა თან. იმპერიები მუდმივად ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას კავკასიაზე. ეს მოხსენება აანალიზებს რელიგიაზე მოქცევისა და რწმენის უარყოფის რეალურ შემთხვევებს კავკასიაში და ამას რუსეთის იმპერიის კანონების კონტექსტში განიხილავს. სერგეი სალუშევი სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ცდილობს, ნათელი მოჰფინოს მიმდინარე აკადემიურ დისკუსიას რელიგიური იდენტობისა და რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკაზე რუსეთის იმპერიაში, უფრო კონკრეტულად კი კავკასიაში.
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: მეტრო და მისი ხატი: ხელოვნება და არქიტექტურა 60-იანი წლების თბილისში

ოთხშაბათი | 01 ნოემბერი , 2017
CRRC, ARISC და ამერიკის საბჭოები სიამაყით წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2017 წელის შემოდგომის მეორე სემინარს!

პოლ მანინგი, ტრენგის უნივერსიტეტიდან: "მეტრო და მისი ხატი: ხელოვნება და არქიტექტურა 60-იანი წლების თბილისში"

პროფესორმა პოლ მანინგმა 2001 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლინგვისტიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. იგი ანთროპოლოგიას ასწავლიდა ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტში, რიდის კოლეჯში და ბარდის კოლეჯში. მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს ლინგვისტურ და სემიოტურ ანთროპოლოგიას ევროპაში (უელსი) და ევრაზიაში (საქართველო). მისი კვლევის მონაწილეები იყვნენ უელსურ ენაზე მოსაუბრეები უელსში და არგენტინაში და ქართულ ენაზე მოსაუბრეები საქართველოსა და რუსეთში.
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: WiP: სპორტი და იდეოლოგია ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, აზიადა-2017 აშხაბადში | 11 ოქტომბერს, 18:30-ზე CRRC-საქართველოს ოფისში

ორშაბათი | 09 ოქტომბერი , 2017
ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, 18:30 საათზე CRRC-საქართველოს ოფისში სლავომირ ჰორაკი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტიდან ისაუბრებს სპორტზე, როგორც ავტორიტარული რეჟიმებისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებაზე. სანახაობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მირ ფარგლებს გარეთ. თურქმენეთი ამ ფენომენის კარგი მაგალითია. თურქმენეთის შედარებით ძლიერმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ახლახან მოაწყო აზიის საბრძოლო ხელოვნების ტურნირი აშხაბადში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ნაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე აზიის ოლიმპიური მოძრაობა, ოფიციალურმა აშხაბადმა ის წარმოადგინა, როგორც 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა.
ვრცლად

მიმდინარე სამუშაოები: მიმდინარე კვლევების პრეზენტაციების (WiP) საშემოდგომო სესია იწყება

ოთხშაბათი | 13 სექტემბერი , 2017
CRRC-საქართველო, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის და კვლევის ამერიკული ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში (ARISC) გიწვევთ მკვლევარებს, რომ წარმოადგინოთ თქვენი მიმდინარე კვლევითი პროექტები თბილისის მიმდინარე კვლევების პრეზენტაციის ფარგლებში (WiP).
ვრცლად