თანამშრომლები

კობა თურმანიძე

დირექტორი
კობა თურმანიძე CRRC-საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. მას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად კობა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტია შედარებით პოლიტიკაში.

2005–2011 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა ასისტენტ პროფესორად და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტსა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ასწავლიდა: შედარებით პოლიტიკას, გარდამავალი ხანის ეკონომიკას, კვლევის მეთოდებსა და გამოყენებით სტატისტიკას.

CRRC-ში მოსვლამდე კობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: ავტორიტარულ რეჟიმების, რეჟიმის ცვლილების ანალიზს და ამომრჩევლის ქცევას.

თინათინ ზურაბიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი

კვლევების დირექტორი
თინათინ ზურაბიშვილმა CRRC-ისთან თანამშრომლობა 2007 წელს დაიწყო, როგორც „კავკასიის ბარომეტრის“ რეგიონულმა კოორდინატორმა. 2012 წლიდან იგი CRRC–საქართველოს კვლევების დირექტორია, ჩართულია კვლევითი პროექტების დაგეგმვის პროცესში, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაში, მონაცემთა ანალიზსა და ანგარიშების მომზადებაში.

მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ – სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების მოსკოვის უმაღლესი სკოლის და მანჩესტერის უნივერსიტეტის ერთობლივი მაგისტრატურა სოციოლოგიის მიმართულებით; 1999 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ჟურნალისტიკის სოციოლოგიაში მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1994–1999 წლებში თინათინ ზურაბიშვილი ლევადა ცენტრში მუშაობდა; 1999–2001 წლებში იგი იელის უნივერსიტეტის პროექტის, „სიღარიბე, ეთნიკურობა და გენდერი აღმოსავლეთ ევროპაში“, ახალგაზრდა მკვლევარი იყო. შემდეგ სოციალური კვლევის მეთოდებს ასწავლიდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში; 2001–2003 წლებში იყო სამოქალაქო განათლების პროექტის (CEP) ლექტორი; 2010–2012 წლებში – GIPA-ს პროფესორი.

მისი ინტერესების სფეროებია სოციალური ტრანსფორმაცია, მიგრაციის სოციოლოგია, მედია და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია.

ქრისტინა ვაჭარაძე

პროგრამების დირექტორი
ქრისტინა ვაჭარაძე CRRC-საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად მან მუშაობა პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო, 2009 წლიდან კი პროგრამების დირექტორი გახდა. ქრისტინა ხელმძღვანელობას უწევს სხვადასხვა კვლევით პროექტებს. ასევე, მონაწილეობას იღებს კითხვარის შედგენაში, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების ანალიზში.

ქრისტინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დასავლეთ ევროპის ენებსა და ლიტერატურაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა სოროსის ფონდში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში; სამოქალაქო განათლების პროგრამაში; კვლევით პროექტში. ასევე ასწავლიდა ახალ სკოლაში.

დავით სიჭინავა

პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი

დავით სიჭინავა CRRC-საქართველოსთან სხვადასხვა ფორმით 2009 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად მისი მოვალეობა მონაცემებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ასევე - გამოკითხვის და გეოგრაფიულ მონაცემთა სტატისტიკურ მოდელირებაა. დავითი საზოგადოებრივი გეოგრაფიის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს ფლობს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მოიპოვა. ამასთან, იგი 2016 წლის შემოდგომის სემესტრში კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ქცევითი მეცნიერებების ინსტიტუტში, ფულბრაითის მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა. CRRC-საქართველოში მუშაობის გარდა, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორია.

დავითის კვლევითი ინტერესები პოლიტიკურ გეოგრაფიას, ურბანულ თეორიას, არჩევნების მოდელირებას და გეოინფორმაციული სისტემების სოციალურ მეცნიერებებში გამოყენების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის მეთოდების სხვადასხვა დონის კურსს კითხულობს. დავითი ასევე ხელმძღვანელობს თსუ-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტთაკველვით ნაშრომებს.

ტეილორ ბრაუნ-დორელი

განვითარების მენეჯერი

ტეილორმა CRRC-საქართველოში განვითარების მენეჯერად მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მის მოვალეობებში შედის ახალი დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება, პროექტის წინადადებების დაწერა და ფინანსების მოსაძიებლად სტრატეგიის განვითარება. ის ორგანიზაციას ეხმარება პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევებისათვის დონორების მობილიზებაში და სხვა მასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.

ტეილორს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი  კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ლოს ანჯელესი, შედარებითი პოლიტიკის, გლობალიზაციისა და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით. CRRC-მდე ტეილორი მუშაობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში საქართველოში, სადაც ძირითადად ფინანსების მოძიებითა და ორგანიზაციის განვითარებით იყო დაკავებული. მას აქვს სამუშაო გამოცდილება კვლევით საქმიანობებში, მათ შორის ისეთ ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Transparify, ბიზნესისა და ფინანსების  შესახებ კონსულტაცია (მცირე და საშუალო ზომის საწარმოების რეგულაცია და განვითარება) და GeoWel Research (საკვების უსაფრთხოება). მის კვლევით ინტერესებს აგრეთვე წარმოადგენს პოლიტიკური სისტემები და საგარეო პოლიტიკა.

გიორგი ბაბუნაშვილი

მკვლევარი
გიორგი ბაბუნაშვილი CRRC-საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. იგი მკვლევარია და მუშაობს რაოდენობრივ კვლევებში შერჩევის მომზადებაზე, მონაცემების გაწმენდაზე, კვლევითი ინსტრუმენტების მომზადებაზე, მონაცემების დამუშავებასა და ანალიზზე. იგი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია შედარებით პოლიტიკაში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე გავლილი აქვს შერჩევისა და სტატისტიკის კურსები მიჩიგანისა და ლუბლიანას უნივერსიტეტებში.

CRRC-ში მოსვლამდე გიორგი წამყვანი ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაძლიერების პროგრამის „ილია ჭავჭავაძე" შეფასების ჯგუფში; ასევე, მკვლევარ-ასისტენტი იყო საზოგადოების კვლევის ცენტრში და პროექტის ადმინისტრაციული ოფიცერი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბიზნეს ლიგა".

გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში.

თამარ ხოშტარია

მკვლევარი
თამარ ხოშტარია CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ კი მკვლევარი გახდა. თამარი ძირითადად მუშაობს კითხვარის შედგენაზე, მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე და მონაწილეობას იღებს კვლევითი პროექტების დაგეგმვაში.

თამუნა არის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებს. მან ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში. მაგისტრატურის დროს, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში, სადაც ჩაატარა თვისებრივი კვლევა ოჯახის სოციოლოგიაში.

CRRC-ში მოსვლამდე თამუნა ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, ძირითადად მარკეტინგული კვლევის განხრით. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ახალგაზრდების ღირებულებებს, სოციალურ და რელიგიურ საკითხებს და კულტურათა შორის შედარებებს.

მარიამ კობალაძე

მკვლევარი
მარიამ კობალაძე CRRC-საქართველოში 2009 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ მკვლევარის თანაშემწე და მკვლევარი გახდა. მარიამი მუშაობს ინტერვიუერებთან, მათ ტრენინგსა და შემოწმებას ახდენს. ასევე მონაწილეობს კითხვარის შედგენის, მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის პროცესში და კვლევითი პროექტების დაგეგმვაში. მარიამი ჩართულია სატელევიზიო მედიის საარჩევნო მონიტორინგის პროექტში და მონაწილეობს შედეგების შეჯამებასა და ანალიზში.

მარიამს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინგლისური ენის სწავლებაში და მაგისტრის ხარისხი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრიდან.

CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა საერთაშორისო დამკვირვებლების გრძელვადიან მისიაში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, იყო ჟურნალისტი და შემდეგ აღმასრულებელი რედაქტორი ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გაზეთში. მარიამის კვლევითი ინტერესები მოიცავს მედიის გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და დემოკრატიის განვითარებას გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში.

ანანო ყიფიანი

პოლიტიკის ანალიტიკოსი

ანანო ყიფიანმა CRRC-საქართველოში პოლიტიკის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. CRRC-ში მის ძირითად საქმიანობები ითვალისწინებს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტერვიუების ჩატარება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და მათზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება.

ანანომ 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (აისეტი) და მოიპოვა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო ნაშრომი იკვლევს „საკვების ხელმისაწვდომობის მდგომარეობას და მის კვლევის მეთოდოლოგიებს საქართველოში“. ანანოს აგრეთვე მინიჭებული აქვს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. CRRC-მდე, ანანო მუშაობდა USAID-ის საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმომების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტზე და ასევე გახლავთ ორგანიზაცია „High Bird Solutions”-ის თანადამფუძნებელი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა და განვითარება.

მის კვლევით ინტერესებს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სექტორი, და სოციალური და განათლების სფეროები.

ქეთი ჩუბინიშვილი

მკვლევარი
ქეთი ჩუბინიშვილი CRRC-საქართველოში 2010 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად იგი ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე იყო, შემდეგ მკვლევარის თანაშემწე და მკვლევარი გახდა. ამჟამად, ქეთი ძირითადად მუშაობს სატელევიზიო მედიის მონიტორინგის პროექტზე, რომელიც მოიცავს მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ შოუების მონიტორინგს. ამავდროულად, ჩართულია CRRC-ში მიმდინარე სხვა კვლევებში.

ქეთის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამის შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა მასარიკის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაში ბრნოში, ჩეხეთში.

CRRC-ში მოსვლამდე იგი ატარებდა კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს სოციალურ და კულტურულ საკითხებს, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებების მუშაობას და მათ გავლენას საზოგადოებაზე.

ცისანა ხუნდაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი

უფროსი მკვლევარი
ცისანა ხუნდაძე CRRC-ში მუშაობს 2011 წლიდან. თავდაპირველად იგი იყო ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის (JFP) მონაწილე, შემდეგ კი გახდა მკვლევარი. ცისანა ძირითადად მუშაობს მონაცემთა თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზზე და ასევე, მონაწილეობას იღებს მონაცემთა ბაზების შექმნასა და შემოწმებაში.

გარდა CRRC-ში მუშაობისა, ცისანა ასევე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ცისანა არის ფსიქოლოგიის დოქტორი. მას აგრეთვე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების დარგში და მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

CRRC-ში მოსვლამდე ის ჩართული იყო სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში. მის კვლევით ინტერესებში შედის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და პოლიტიკური კულტურა.

რატი შუბლაძე

მკვლევარი
რატი შუბლაძე CRRC-საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს. ის CRRC-ის გუნდს შეუერთდა როგორც უმცროსი მკლევარი და შემდეგ მკვლევარის პოზიციაზე გადაინაცვლა. რატის ძირითად მოვალეობებს შორისაა ანალიტიკურ სტატიებსა და ანგარიშებზე მუშაობა, ინტერვიუერების საველე ტრენინგების ორგანიზება და ველის მინდინარეობის მონიტორინგი. რატი აგრეთვე ჩართულია კვლევის ინსტრუმენტებისა და ODK ფორმის შექმნის პროცესში და მონაწილეობს მონაცემთა მართვის პროცედურებში.

რატი შუბლაძე ფლობს მაგისრის დიპლომს სოციალურ მეცნიერებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტიდან (თსუ). ამჟამად იმავე უნივერსიტეტში დოქტორანტურის სტუდენტია. რატის დისერტაცია ეძღვნება საქართველოში საარჩევნო ქცევებს. ის თსუ-ში აგრეთვე კვლევის მეთოდებს ასწავლის. CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე რატი მონაწილეობდა გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ 2012 წლის წინასაარჩევნო მედიამონიტორიგნის პროგრამაში.

ქეთი ჯაფარიძე

ოპერაციების მენეჯერი
ქეთი ჯაფარიძე CRRC-საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და ორგანიზაციის ყველა პროექტის განხორციელების ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ქეთი 2002 წლიდან მოღვაწეობდა CRS (Catholic Relief Services) წარმომადგენლობით ოფისში ადმინისტრაციულ-პროგრამულ ასისტენტად საქართველოში. მანამდე კი ფილიპ მორის მენეჯმენტ სერვისის წარმომადგენლობით ოფისში პირველი მდივანი, მოგვიანებით კი ადმინისტრაციული ასისტენტი იყო. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ელზა ნარიმანიშვილი

ადმინისტრაციულ-ფინანსური მენეჯერი

ელზა ნარიმანიშვილი CRRC-ში მუშაობს 2013 წლიდან. CRRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა „გადავარჩინოთ ბავშვები“-ის საქართველოს ოფისში ფინანსური მენეჯერის თამანდებობაზე. მიღებული აქვს ათწლიანი გამოცდილება ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტსა და მართვაში. 

დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რაშიც მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ფლობს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.

 გავლილი აქვს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ)-ის სერთიფიცირებული კურსი:-საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტები და საგადასახადო სისტემა.   

პროფესიული განვითარებსი მიზნით, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა ტრეინინგები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

დასტინ გილბრეტი

პოლიტიკის ანალიტიკოსი
დასტინი არის ფილოსოფიის ბაკალავრი სკიდმორის კოლეჯიდან. CRRC-ში მუშაობის დაწყებამდე ის მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად, შტატგარეშე ავტორად, რედაქტორად და მთარგმნელად. აგრეთვე, ტურიზმის გეოგრაფიის ლექტორად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის აკადემიურ ინტერესებს შორის არის პოლიტიკისა და ეკონომიკის ანთროპოლოგია. დასტინი დაინტერესებულია დისკურსით, დისკურსის ცვლილებითა და დისკურსის განხორციელებით საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაში. დასტინი საუბრობს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

მარიამ სიხარულიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მარიამ სიხარულიძე CRRC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე 2016 წლიდან მუშაობს, რათა მედიასა და საზოგადოებას ეფექტურად მიეწოდოს ინფორმაცია ორგანიზაციის პროექტებისა და საქმიანობის შესახებ. მარიამს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მედიის დარგში ერაზმუსის უნივერსიტეტიდან - როტერდამში.

მარიამს უმუშავია არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედია სააგენტოში. CRRC-მდე ის მუშაობდა გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA) კომუნიკაციების მიმართულებით, სადაც ორგანიზაციას ეხმარებოდა ინფორმაციული კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარებაში, ამზადებდა საინფორმაციო მასალებსა და ახალი ამბების ყოველთვიურ ბიულეტენს. მარიამი ასევე იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის 2015-2016 წლებში.

ეთერ შაბურიშვილი

ფინანსური და კონტრაქტების მენეჯერი
ეთერ შაბურიშვილი CRRC-საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს. მანამდე ის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში მუშაობდა, ასევე BP/BTC კომპანიასა და UMCOR- საქართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე.

ეთერს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები. ფლობს მაგისტრის დიპლომს ჟურნალისტიკაში და ბაკალავრის დიპლომს სამართალმცოდნეობაში. ამჟამად მუშაობს იმაზე, რომ გახდეს სერთიფიცირებულ ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის (ACCA) სრულუფლებიანი წევრი.

ეთერს აქვს ათწლიანი გამოცდილება გრანტის მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტისა და ორგანიზაციის შიდა აუდიტის საკითხებში. კარგად იცნობს სხვადასხვა დონორებისა თუ საქართველოს საგადასახადო და სააღრიცხვო რეგულაციებს. მუშაობდა კონსულტანტად ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.

ნათია მესტვირიშვილი

მოწვეული უფროსი მკვლევარი

ნათია მესტვირიშვილი არის მოწვეული უფროსი მკვლევარი CRRC - საქართველოში.ის CRRC - ში 2012 წლიდან მუშაობს. ნათიას აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალურ კვლევაში ედინბურგის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) და მაგისტრის ხარისხი გლობალური გავითარების და სოციალური სამართლიანობაში სენტ ჯონის უნივერსიტეტიდან (აშშ). ამჟამად ნათია მუშაობს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში მკვლევარის პოზიციაზე და ასევე ასწავლის სხვადასხვა კურსებს კვლევის დიზაინსა და მონაცემთა ანალიზში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნათიას კვლევითი ინტერესები მოიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს, იდენტობის და ღირებულებათა ცვლილებებს და მიგრაციას.

ნინო სტავრიდი

კომუნიკაციების და განვითარების ოფიცერი

კომუნიკაციების და განვითარფების ოფიცრად მუშაობს 2014 წლიდან. მანამდე იყო EPF/CRRC  ქსელის აღმასრულებელი მდივანი და EPF-ის პრეზიდენტის თანაშემწე. ნინო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა  საბერძნეთის საელჩოში, რის შემდეგაც მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  საერთაშორისო დეპარტამენდის ხელმძღვანელად.

ნინოს მიღებული აქვს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თანამედროვე ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის კვალიფიკაციით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა საბერძნეთში და კვიპროსზე. ნინოს ასევე მიღებული აქვს სოციალური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ნინოს სამაგისტრო თემა ეხება მედიის როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.