უკან

სოციოლოგიური კვლევა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესაფასებლად

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება
თარიღი: ოქტომბერი 2018 - დეკემბერი 2018
პროექტის მიზანი: მონაცემების შეგროვება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ექსპერტებისთვის, რომლებიც წერენ ანალიტიკურ ანგარიშებს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-ს ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში. ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშები მიზნად ისახავს, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებას შემდეგი მიმართულებებით:
  1. პროფკავშირები და სოციალური დაცვა
  2. განათლება
  3. ჯანდაცვა
  4. მედია
  5. გულისხმიერი მთავრობა
  6. პარტიები
  7. საპარლამენტო კონტროლი
  8. სასამართლო
  9. კორუფცია
კვლევის დიზაინი: რაოდენობრივი კომპონენტი: მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობისა და თბილისის მოსახლეობისთვის.
  • საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდი: 16-27 ნოემბერი, 2018
  • შერჩევის მეთოდი: სტრატიფიცირებული კლასტერული შერჩევა
  • დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა: 1786
  • ცდომილების საშუალო ზღვარი: 2.9%
თვისებრივი კომპონენტი: ფოკუს ჯგუფები სფეროს ექსპერტებსა და აქტივისტებთან პროექტის ძირითადი მიმართულებების მიხედვით.
მასალები: მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და მონაცემთა ვიზუალიზაციის ნიმუშები.