უკან

სოციალური კაპიტალის შეფასება საქართველოში

ქვეყანა: საქართველო
დონორი: World Learning/Georgia FORECAST program, USAID-ის დაფინანსებით
თარიღი: ნოემბერი 2010 - იანვარი 2011
პროექტის მიზანი: საქართველოში სოციალური კაპიტალის შეფასება კვლევის თვისებრივი მეთოდით. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გახდა 2010 წლის დეკემბრის თვეში გამართული კონფერენციის მთავარი საგანი. კონფერენციის შემდეგ დამუშავდა იდეები პროექტებისათვის, რომელიც უნდა განახორციელოს GOG-მა ან საერთაშორისო დონორულმა სააგენტოებმა 2011 წლიდან დაწყებული.
კვლევის დიზაინი: CRRC-იმ შეისწავლა ადგილობრივი ჯგუფებისა და ასოციაციების საქმიანობა ინტერესის სპეციფიკურ სფეროებში: 1. სასოფლო სამეურნეო ასოციაციები 2. მეზობლების მიერ შექმნილი „ამხანაგობები“ 3. მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციები 4. ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობა, ადგილობრივი მედია და ადგილობრივი ხელისუფლება. 5. დაინტერესებული პირების მიერ ბუნებრივი რესურსების ერთობლივი გამოყენება 6. ჯანდაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასოციაციები და მხარდამჭერი ჯგუფები. ჩატარდა 6 ფოკუსური ჯგუფი და 42 ჩაღრმავებული ინტერვიუ ასოციაციების ხელმძღვანელებთან, დონორებთან და ექსპერტებთან.
მასალები: მოკლე ანგარიში და საბოლოო ანგარიში.