უკან

შიდა რესურსების მობილიზაციის გაძლიერება - ფოკუს ჯგუფები საპენსიო რეფორმის მიმართ დამოკიდებულების შესასწავლად

ქვეყანა: საქართველო
დონორი: აზიის განვითარების ბანკი (ADB)
თარიღი: ივნისი 2015 - ივლისი 2015
პროექტის მიზანი: კვლევის მიზანია საპენსიო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ფოკუს ჯგუფი დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან საპენსიო რეფორმის მიმართ მათი დამოკიდებულებების დადგენის მიზნით. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შემუშავდება სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ჩატარებული ფოკუს ჯგუფები არის საბაზისო კვლევა მომავალში საპენსიო რეფორმის გავლენის შესასწავლად. კვლევის კონკრეტული მიზნებია: 1. საპენსიო სისტემის მიმართ დამსაქმებლების და დასაქმებულების დამოკიდებულების შეფასება; 2.საპენსიო რეფორმის გამოწვევების დადგენა; 3. იმის დადგენა, თუ საპენსიო რეფორმის რომელ ვერსიას ემხრობიან დამსაქმებლები და დასაქმებულები და ამ ვერსიების უპირატესობების განსაზღვრა; 4. ნდობის დონის შეფასება იმ დაწესებულებების მიმართ, რომლებმაც უნდა მართონ საპენსიო რეფორმის ფარგლებში არსებული კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემით გათვალისწილებული დანაზოგები; 5. პოტენციური კომუნიკაციის სტრატეგიის გავრცელება ცნობადობის ასამაღლებლად.
კვლევის დიზაინი: 10 ფოკუს ჯგუფი დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში
მასალები: ანგარიში