უკან

ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში: მიზეზები და შედეგები

ქვეყანა: საქართველო
დონორი: გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
თარიღი: თებერვალი 2018 - ივნისი 2018
პროექტის მიზანი: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებისა და შედეგების კვლევა იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

კვლევა მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. მონაცემების შეგროვება განხორციელდა CRRC-საქართველოს, CRRC-სომხეთისა და CRRC-აზერბაიჯანის მიერ. კვლევის დიზაინი შეადგინა და შედეგები გააანალიზა CRRC-საქართველომ, დოქტორ ალექსის დაიმონდისა და დოქტორ მარგარეტ ჯენკინსის მხარდაჭერით.
კვლევის დიზაინი: კვლევა მოიცავდა ლიტერატურის მიმოხილვას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საკვლევი კითხვები. ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც წარმომადგენლობითია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის (საქართველოში ჩატარდა 1438 დასრულებული ინტერვიუ, ცდომილების საშუალო ზღვარი 3.9%-ია). ასევე ჩატარდა ფოკუს ჯგუფები და ექსპერტებთან ინტერვიუები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.
მასალები: კვლევის ანგარიში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობისა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ საქართველოში (ქართულ ენაზე) და სომხეთში (ინგლისურ ენაზე).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემთა ბაზა CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდზე: საქართველოს მონაცემები, სომხეთის მონაცემები.