უკან

მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა (MYPLACE)

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროკომისია (EC)
თარიღი: ივნისი 2011 - მაისი 2015
პროექტის მიზანი: შესწავლა, თუ როგორ განსაზღვრავს ახალგაზრდობის სოციალურ ჩართულობას (წარსული, აწმყო და მომავალი) ტოტალიტარიზმი და პოპულიზმი ევროპაში.

MYPLACE-ის კონკრეტული მიზნებია:
  1. ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის რეგიონალურ, ეროვნულ და ევროპულ კონტექსტში მოთავსება.
  2. ადგილობრივი, ეროვნული და პან-ევროპული პოლიტიკური მემკვიდრეობისა და გამოცდილების რეპროდუქციის, გადაცემისა და (რე)ინტერეპრეტაციის პროცესის გაგება.
  3. ახალგაზრდების პოლიტიკურ ორგანიზაციებში, სოციალურ მოძრაობებსა და სამოქალაქო აქტივობების მიმართ დამოკიდებულებისა და მათში ჩართულობის გაზომვა ევროპაში და ასევე, იმის გაგება, თუ როგორ განსხვავდება ეს დამოკიდებულებები და ჩართულობა გენდერული, ეთნიკური, კლასობრივი და რეგიონლური თვალსაზრისით. 
  4. პოლიტიკური წარმომადგენლობისა და აქტივობების ლეგიტიმური ფორმების შესახებ შეხედულებების დადგენა განსხვავებული დემოკრატიული მემკვიდრეობითი კონტექსტის გათვალისწინებით.
  5. ახალგაზრდობის აქტივობასთან დაკავშირებული მონაცემების რუქაზე დატანა ევროპის მასშტაბით და იმის დადგენა, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი ახალგაზრდა აქტივისტები რეგიონალურად და ასევე, ტრანს-ნაციონალურად.
  6. ახალგაზრდების რადიკალური, ექსტრემისტული და პოპულისტური მოძრაობების მიმართ მისწრაფების გაგება და მისი რეგიონალურ, ეროვნულ და ევროპულ პოლიტიკურ მემკვიდრეობასთან კავშირის დადგენა.
  7. პოლიტიკური და პრაქტიკოსი სააგენტოების ინფორმირება და მათი დახმარება პოლიტიკური პარტიების პოლიტიკასა და თვითონ ახალგაზრდების აქტივობაში არსებულ პოპულიზმზე პოლიტიკური რეაქციის გაგებაში.
კვლევის დიზაინი: MYPLACE იყენებს გამოკითხვის, ინტერვიუებისა და ეთნოგრაფიული კვლევის ინსტრუმენტების კომბინაციას, რომელიც გვაწვდის ახალ, პან-ევროპულ მონაცემებს არამარტო ჩართულობის შესახებ, არამედ იმ მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც ახალგაზრდები მას ანიჭებენ.
მასალები: მონაცემთა ბაზა, ანგარიშები.

WP2: Interpreting the past (The construction and transmission of historical memory)

WP8: Policy Brief 1

WP8: Policy Brief 2

 

WP8: Policy Brief 3

WP8: Evidence Based Publication in Georgian