უკან

მედიის კვლევა საქართველოში - ტალღა 1

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროკომისია (EC)
თარიღი: სექტემბერი 2009 - დეკემბერი 2009
პროექტის მიზანი: მასმედიის წყაროების შესახებ საზოგადოებრივი შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესწავლა, საინფორმაციო წყაროების პოლიტიკური პლურალიზმის,  ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერების ობიექტურობის შეფასება.
კვლევის დიზაინი:
  1. სამაგიდო კვლევა კვლევის არსებული მდგომარეობის შესასწავლად;
  2. საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. ორეტაპიანი კომპლექსური სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევა;
  3. რვა ფოკუსური ჯგუფი თბილისსა და ქუთაისში;
  4. ნახევრად სტრუქტურული ჩაღრმავებული ინტერვიუები 20 მედია პროფესიონალთან;
  5. მინი გამოკითხვა 47 მედია პროფესიონალთან: ჟურნალისტებთან და მედია მენეჯერებთან;
  6. საქართველოს ძირითადი სატელევიზიო არხების მედია მონიტორინგი.
მასალები: მონაცემთა ბაზა, ანგარიში.