უკან

IFAD-ის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერი პროგრამის გავლენის შეფასება

ქვეყანა: საქართველო
დონორი: სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)
თარიღი: იანვარი 2017 - აპრილი 2017
პროექტის მიზანი:


გავლენის შეფასების ეს პროექტი მიზნად ისახავსშემდეგს:

  1. შეაფასოს, რამდენად ჰქონდა პროგრამას გავლენა ბენეფიციარებზე; შეფასდება ყველანაირი ტიპის გავლენა - დადებითი და უარყოფითი, პირდაპირი და ირიბი, გამიზნული და შემთხვევითი, ასევე ჩარევის თანმდევი ეფექტი.
  2. შეაფასოს პროგრამის დიზაინის ინოვაციური მახასიათებლები და დაადგინოს, რამდენად წარმატებით განხორციელდა ისინი;
  3. შეიმუშავოს რეკომენდაციები მომდევნო პროგრამებისთვის საქართველოში და/ან სხვა ქვეყნებში;
  4. მიაწოდოს მნიშვნელოვანი მასალა საქართველოს სტრატეგიისა და პროგრამის შეფასებას, რომლის განხორციელებაც 2017 წელსაა დაგეგმილი IOE-ს მიერ.
კვლევის დიზაინი: CRRC-საქართველო იყენებს შერეულ მეთოდებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტის (ASP) შეფასებისთვის. გავლენის შესაფასებლად ორგანიზაციამ გამოიყენა ბენეფიციარი თემების დაწყვილებული შერჩევა. მონაცემთა ანალიზი იყენებს მულტივარიაციულ დაწყვილებას გენეტიკური წონებით. რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის შესავსებად ორგანიზაციამ ჩაატარა ფოკუს ჯგუფები და სიღრმისეული ინტერვიუები პროექტის ბენეფიციარებთან, ასევე ინტერვიუები სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტის წევრებთან.
მასალები:

კონტრიბუცია საბოლოო ანგარიშში, სოფლებში სიღარიბეზე გავლენისა და სხვა სექციებში. საბოლოო ანგარიში ინგლისურ ენაზეა და ხელმისაწვდომია აქ.