უკან

ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობის მომავალი. დინამიკა და განვითარების სცენარები - FEUTURE

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ევროკავშირი
თარიღი: აპრილი 2016 - მარტი 2019
პროექტის მიზანი:



CRRC-საქართველოპროექტ FEUTURE-ს კონსორციუმის ნაწილია, რომელშიც 15 ცნობილი უნივერსიტეტი და კვლევითი ორგანიზაციაა გაერთიანებული. კონსორციუმის წევრები არიან: კიოლნის უნივერსიტეტი, საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი (AIA), სტამბულის ბილგის უნივერსიტეტი, ბარსელონას საერთაშორისო საქმეთა ცენტრი (CIDOB), ევროპის საერთაშიროსო ცენტრი (CIFE), დანიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი (DIIS), ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EDAM), ევროპული და საგარეო პოლიტიკის ჰელენური ფონდი (Eliamep), კოქის უნივერსიტეტი, შუა აზიის კვლევის ინსტიტუტი (MERI), შუა აზიის ტექნიკური უნივერსიტეტი (METU), ტრანსევროპული პოლიტიკის კვლევის ასოციაცია (TEPSA), ამერიკის უნივერსიტეტი ქაიროში და საბანჩის უნივერსიტეტი. ევროპაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის, ასევე რეგიონზე თურქეთის გავლენის გათვალისწინებით, კვლევის მიზანია თურქეთსა და ევროკავშირს შორის კომპლექსური ურთიერთობის გაანალიზება და შეფასება, რეგიონში თურქეთის როლის განხილვა ისტორიული ნარატივებისა და მომავლის სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით.


FEUTURE-ს კვლევითი პროექტის ამოცანებია:

  • ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობის დინამიკის განსაზღვრა თემატური მამოძრავებელი ფაქტორების მიხედვით;
  • მომავლის ყველაზე მოსალოდნელი სცენარების შემუშავება და მათი გავლენის შეფასება;
  • საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება.


FEUTURE ამბიციური და ინოვაციური პროგრამაა, რომელსაც კვლევისა და კვლევის შედეგების ექსტრაპოლაციის სამეტაპიანი სტრუქტურა აქვს. იგი იყენებს ინტერტემპორალურ, ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო მიდგომას მამოძრავებელი ფაქტორების (პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგია, მიგრაცია, იდენტობა) გაანალიზებით ანალიზის ოთხ დონეზე (ევროკავშირი, თურქეთი, სამეზობლო, გლობალური).

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.feuture.euwww.facebook.com/feuture.eu; Twitter: @FEUTURE_EU პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის Horizon 2020-ის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში, საგრანტო ხელშეკრულება No 692976.



კვლევის დიზაინი:

პირველი ეტაპი: დამუშავება - წარსულის კრიტიკული შეფასება ნარატივის ანალიზისა და მომავლის იდეალური სცენარების განსაზღვრით.

მეორე ეტაპი: კვლევა - ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობის მამოძრავებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და ანალიზი ექვსი თემატური განზომილების მიხედვით.

მესამე ეტაპი: სცენარების შემოწმება ევროკავშირისთვის, სამეზობლოსთვის და გლობალურ არენაზე მათი გავლენის გააზრებით და საჯარო პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება.

მასალები: ანგარიში, ონლაინ სტატიები.