უკან

ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: საჭიროებების შეფასება

ქვეყანა: საქართველო
დონორი: ნიდერლანდების საელჩო საქართველოში
თარიღი: სექტემბერი 2017 - დეკემბერი 2018
პროექტის მიზანი: პანკისის ხეობისა და აჭარის ეკომიგრანტების თემების არაერთი წევრი შეეწირა სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებს. CRRC-საქართველოს კვლევა "რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: საჭიროებების შეფასება" იკვლევს და სიღრმისეულად აანალიზებს, თუ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებ სუნიტ მუსლიმთა თემები წინ აღუდგნენ რადიკალიზაციას.

კვლევა ერთმანეთთან ადარებს იმ თემების წარმომადგენლებს, რომლებმაც კონფლიქტის დროს წევრები დაკარგეს და მათ, ვისაც არავინ დაუკარგავს. ამ თემთა წარმომადგენლების მოსაზრებების შედარებისას კვლევა გამოყოფს სხვადასხვა ფაქტორებს, რაც რადიკალიზაციის საწინააღმდეგო განწყობებს უწყობს ხელს.
კვლევის დიზაინი: კვლევა შერეული მეთოდებისგან შედგება - ჩარტული დაკვირვება და მასობრივი გამოკითხვა დაწყვილებული შერჩევის მეთოდით. 

დაწყვილების (matching) მეთოდის გამოყენებით გამოვლინდა საქართველოში არსებული მსგავსი დასახლებები, მათ შორის, რომლებმაც დაკარგეს და არ დაუკარგავთ თემის მცხოვრებლები სირიის ან ერაყის კონფლიქტის შედეგად. მასობრივი გამოკითხვა 2018 წლის ივნის-ივლისში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1,180 რესპონდენტი.
მასალები: კვლევის ანგარიში ქართულ ენაზე და გამოკითხვის მონაცემთა ბაზა მონაცემების ონლაინ ანალიზის გვერდზე.