უკან

მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

ქვეყანა: საქართველო
დონორი: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)
თარიღი: მარტი 2018 - ივნისი 2018
პროექტის მიზანი: კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ჩატარდა CRRC-საქართველოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), კვლევითი ცენტრის - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის (ლატვია) ერთობლივი პროექტის - "ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) - ფარგლებში.

პროექტი “ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) მიზნად ისახავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას. პროექტის ინიციატორები და განმახორციელებლები არიან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევითი ცენტრი - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაცია (LALRG). პროექტის პირველი სამუშაო პაკეტის (WP1) ამოცანაა კონკრეტული სერვისების მიწოდება ათეას წევრ მუნიციპალიტეტთათვის. WP1-ის პირველი აქტივობა უკავშირდება მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

WP1-ის ფარგლებში, 2018 წლის მაისში, „CRRC-საქართველომ” ჩაატარა კვლევა „მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე”. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივ პოლიტიკაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის დადგენასა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას.
კვლევის დიზაინი: შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში (12 მუნიციპალიტეტი) მოსახლეობის წარმომადგენლობითი გამოკითხვა; ფოკუს ჯგუფები აქტიურ მოქალაქეებთან.
სამიზნე მუნიციპალიტეტებია შემდეგი: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, მცხეთა, ზუგდიდი, გორი, ლანჩხუთი, ამბროლაური, ლაგოდეხი, ახალციხე, მარნეული, ნინოწმინდა.
მასალები: ანგარიში ქართულ ენაზე