სიახლეები

დაიწყო განაცხადების მიღება მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC - საქართველო) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  განაცხადების მიღება დაიწყო. წლევანდელი კონფერენცია მთლიანად მიეძღვნება რუსეთ-უკრაინის ომს და მის თანმდევ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცვლილებებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კონფერენცია, სახელწოდებით „ახალი ზღვარი: სამხრეთ კავკასია ახალი გამოწვევების წინაშე“,  22-23 ივნისს გაიმართება თბილისში. დაინტერესებულ საზოგადოებას  ფიზიკურად დასწრების გარდა, შესაძლებლობა ექნება  კონფერენციას ონლაინ ადევნოს თვალი.  CRRC-საქართველოს სოციალურ გვერდზე უზრუნველყოფილი იქნება ყველა პანელის პირდაპირი ჩართვა.

 

ვრცლად

„საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“ - CRRC-საქართველომ საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო

21 თებერვალს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას წარუდგინა ახალი კვლევა  „საგარეო საფრთხეების აღქმა საქართველოში“.

ვრცლად

„პარტიულობა და ემოციური პოლარიზაცია საქართველოში“ - CRRC-საქართველომ გამოაქვეყნა ახალი კვლევის ანგარიში

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები პარტიულობისა და ემოციური პოლარიზაციის შესახებ. 

ვრცლად

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2023 გამოცხადდა!

გახდით CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარი!  

ურთულესი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება.  

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2023 გამოცხადდა! სრული ტექსტი იხილეთ ინგლისურ ენაზე.
ვრცლად