_LIBRARY

CRRC საქართველოს ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 2003 წ. აგვისტოდან. ბიბლიოთეკაში თქვენ ნახავთ საინტერესო მასალებს სოციალურ მეცნიერებების სფეროში: სახელმძღვანელოებს, ცნობარებს და პერიოდულ გამოცემებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

2008 წელს CRRC საქართველოს ცენტრმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და განთავსდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) შენობაში. შესაბამისად, CRRC-ს საქართველოს ბიბლიოთეკა გაერთიანდა ISET-ის ბიბლიოთეკასთან.

ბიბლიოთეკაში, მკითხველისთვის შექმნილია პოზიტიური და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, ხელმისაწვდომია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა.

ბიბილიოთეკა ღიაა ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 9-სან საღამოს 6 საათამდე და ემსახურება წარმომადგენლებს ნებისმიერი დაწესებულებიდან, რომელიც ატარებს კვლევებს ან მოღვაწეობს სოციალური მეცნიერებების სფეროში.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ბიბლიოთეკის რეგულაციებსა და ბიბლიოთეკის კოლექციის განვითერების სტრატეგიას.

JSTOR

საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების ყველა სფეროში არსებული ათასობით მნიშვნელოვანი აკადემიური და სამეცნიერო პრიოდული გამოცემების სრულტექსტიანი ციფრული არქივის კოლექციები.

ელექტრონული კატალოგი

Koha-ს პროგრამული სისტემა მკითხველს აძლევს საშუალებას ISET/CRRC ბიბლიოთეკის გაერთიანებულ ელექტრონულ კატალოგში მოიძიოს ბიბლიოთეკის ფონდში არსებული გამოცემები. ელექტრონულ კატალოგში ძიება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრებით:  წიგნის/ჟურნალის სათაურის ან ავტორის გვარის მიხედვით, დარგობრივად ან საკვანძო სიტყვის მიხედვით.

EBSCOhost

7000-ზე მეტი დასახელების ელექტრონული ჟურნალების სრულტექსტიანი მონაცემთა ბაზები. ელექტრონული ბაზები ხელმისაწვდომია მხოლოდ ISET/CRRC ბიბლიოთეკასა და IT ლაბორატორიაში.

ჟურნალები და სხვა მასალები

CRRC-საქართველოს მიერ 2013 წლამდე გამოწერილი სხვადასხვა მასალები.