_LIBRARY
CRRC საქართველოს ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 2003 წ. აგვისტოდან. ბიბლიოთეკაში თქვენ ნახავთ საინტერესო მასალებს სოციალურ მეცნიერებების სფეროში: სახელმძღვანელოებს, ცნობარებს და პერიოდულ გამოცემებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.
2008 წელს CRRC საქართველოს ცენტრმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და განთავსდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) შენობაში. შესაბამისად, CRRC-ს საქართველოს ბიბლიოთეკა გაერთიანდა ISET-ის ბიბლიოთეკასთან.
ბიბლიოთეკაში, მკითხველისთვის შექმნილია პოზიტიური და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, ხელმისაწვდომია უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა.
ბიბილიოთეკა ღიაა ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 9-სან საღამოს 6 საათამდე და ემსახურება წარმომადგენლებს ნებისმიერი დაწესებულებიდან, რომელიც ატარებს კვლევებს ან მოღვაწეობს სოციალური მეცნიერებების სფეროში.
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ბიბლიოთეკის რეგულაციებსა და ბიბლიოთეკის კოლექციის განვითერების სტრატეგიას.