ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

CRRC-საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 

სტიპენდიის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, გრძელდება 5-9 თვის განმავლობაში და შერჩეულ ახალგაზრდებს სთავაზობს ფართო სამუშაო გამოცდილებასა და პრაქტიკას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სოციალურ მეცნიერებებზე ორიენტირებული ახალგზრდა მკვლევარებისათვის შეიძინონ ახალი უნარები და შეძლონ კომპლექსური საკითხების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე შეისწავლონ მნიშვნელოვანი კომპიუტერული, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები. პროგრამა ასევე აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად.

GO

ნათია მოსიაშვილი

ნათიამ 2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს სოციოლოგიის ბაკალავრის ხარისხს. ფართო კვლევითი ინტერესების გამო გადაწყვიტა ჯერ მიეღო პრაქტიკული გამოცდილება და ამის შემდეგ გაეგრძელებინა აკადემიური საქმიანობა.

ნათიას კვლევით ინტერესებს წარმოადგენს გარდამავალი დემოკრატიული პროცესები, საჯარო პოლიტიკა, განათლება, სტრუქტურული უთანასწორობა და გენდერული საკითხები.

თორნიკე ბაქაქური

თორნიკე ბაქაქური ფლობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ფსიქოლოგიაში, ამჟამად კი ასრულებს „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იგი გახლდათ ერაზმუს მუნდუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე. CRRC-ის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში ჩართვამდე გაიარა სტაჟირებები GPI-ჰოლდინგსა და საქართველოს რეფორმების ასოციაციაში. მისი ინტერესები მოიცავს სოციალური ინტერვენციის პროგრამებს, წინასაარჩევნო განწყობებსა და განათლების რეფორმებს.

თამარ გველესიანი

თამუნა მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიაში ამავე უნივერსიტეტიდან. 2015 წელს იყო ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამაში მონაწილეობამდე, ჩართული იყო სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურკვლევებში. ასევე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

მისი კვლევითი ინტერესები უმაღლესი განათლებისა და სოციალური პრობლემების სფეროებს უკავშირდება.