ონლაინ ანალიზის პროგრამა ODA

მონაცემები

CRRC საქართველომ შექმნა მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამა Online Data Analysis (ODA), რის საშუალებითაც ადვილად ხელმისაწვდომი გახდა კვლევის შედეგები.


ODA-ს გამოყენების დროს აღარ არის საჭირო ისეთი სტატისტიკური პროგრამების გამოყენება, როგორიც არის SPSS და STATA. ODA-ს გამოყენება ძალიან მარტივია. თითის ერთი დაჭერით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მონაცემთა ბაზე, გამოკითხვაში დასმული თქვენთვის საინტერესო კითხვა და ნახოთ შედეგები გრაფიკის და ცხრილის სახით.


შესაძლებელია აგრეთვე გრაფიკების ჩამოტვირთვა სხვადასხვა ფორმატში და ცხრილების შენახვა ექსელის ფორმატში. მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამით ამჟამად ხელმისაწვდომია „კავკასიის ბარომეტრის“ 6 ტალღა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაცემებით. დროთა განმავლობაში ამ ბაზებს დაემატება სხვა, ახალი გამოკითხვების შედეგები.

მონაცემთა ონლაინ ანალიზის პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://caucasusbarometer.org/en/

 



მონაცემთა ჩამოტვირთვა

მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ვისაც მონაცემთა გაანალიზება სტატისტიკური პროგრამის მეშვეობით სურთ, მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შემდეგი გვერდიდან შეუძლიათ: http://caucasusbarometer.org/en/downloads/



მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია STATA და/ან SPSS ფორმატში. აქვე განთავსებულია შესაბამისი დოკუმენტაცია (კითხვარები, ბარათები, ველის ანგარიშები და სხვა).

 


ციტირება


CRRC-ის "კავკასიის ბარომეტრის" მონაცემთა ბაზების გამოყენების დროს, გთხოვთ, მიმართოთ ციტირების შემდეგ ფორმას:

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - CRRC. (მონაცემთა ბაზის წელი) "კავკასიის ბარომეტრი". [მონაცემთა ბაზა] ჩამოტვირთული http://www.crrccenters.org/caucasusbarometer/-დან {მონაცემთა ბაზის ჩამოტვირთვის თარიღი}.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი გთხოვთ, მონაცემთა ბაზების გამოყენების და ციტირების შემთხვევაში შეავსოთ შემდეგი ფორმა.