მეურვეთა საბჭო

მეურვეთა საბჭო არის CRRC-საქართველოს მთავარი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს CRRC-ს მუშაობას ფინანსური და პროგრამულ მიმართულებებით. აგრეთვე, უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაცია თანხვედრაში იყოს CRRC-ს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამჟამად, საბჭო შედგება 8 წევრისგან, რომლებიც ჩვეულებისამებრ 3 წლის ვადით ირჩევიან. მოქმედი წევრები საბჭოს ახალ წევრებს ხმათა უმრავლეობით ირჩევენ. CRRC-ს დადგენილების მიხედვით, კანდიდატი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპეტენტური პირი, რომელიც არ არის სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული. საბჭოს შეხვედრები იმართება წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 

წევრები

როი საუთვორთი

თავმჯდომარე

როი საუთვორთი სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარების დოქტორი და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ყოფილი დირექტორია. იგი აქტიურად მუშაობდა სხვა ორგანიზაციებთან აფრიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ახორციელებდა მსოფლიო ბანკის სხვა დამატებით საქმიანობას. როი მაკლეინის ასოციაციის დამაარსებელია ბავშვთათვის. ამჟამად პენსიაზეა და მუშაობს ადვოკატირების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მიკროფინანსირების საკითხებზე.

ენდრიუ კოქშალი

წევრი

ენდრიუ კოქშალი არის KPMG-ის წამყვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. ენდრიუს აქვს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ეს ქვეყნები მოიცავს სომხეთს, საქართველოს, ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, საუდის არაბეთს, იორდანიას, ლიბანს, ეგვიპტეს, უგანდას, სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთს. ენდრიუ სპეციალიზირდება ფინანსების და აუდიტის საკითხები ინფრასტრუქტურის, მთავრობის და ჯანდაცვის კუთხით.
 
მას აქვს დამატებითი გამოცდილება კომუნიკაციებში, ფინანსურ მომსახურებაში, სამრეწველო ბაზარში, სამომხმარებლო ბაზარში, მსოფლიო ბანკის პროექტებში და სამთო მრეწველობაში. ბატონი კოქშალი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში ჰერიოტ ვატის უნივერსიტეტიდან და არის სერტიფიცირებული ბუღალტერი.

ტიმოთი ბლაუველტი

წევრი

2003 წლიდან ტიმოთი  ბლაუველტი ACTR/ACCELS (ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის) დირექტორია საქართველოში. იგი საქართველოში პირველად 1999-2000 წელს ჩამოვიდა, როგორც ამერიკის საბჭოებისა და NSEP-ის ბორენის მკვლევარი, რომელსაც კვლევა უნდა ჩაეტარებინა თავისი დისერტაციისთვის მოქალაქეობასა და ნაციონალიზმზე საქართველოში. ეს დისერტაცია მან ნიუ იორკის უნივერსიტეტში დაიცვა 2001 წელს. რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის შემდეგ ტიმი საქართველოში დაბრუნდა, როგორც ფულბრაიტის მკვლევარი და 2002-2003 აკადემიური წელი აქ გაატარა.

2011 წლიდან ტიმ ბლაუველტი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და წლების განმავლობაში ასწავლის საბჭოთა ისტორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტიმი ცენტრალურ ევრაზიულ სწავლებათა საზოგადოების (CESS) საბჭოს არჩეული წევრია, ასევე სიეტლში CESS 2017-ის ყოველწლიური კონფერენციის, ასევე პიტსბურგში 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის საკონფერენციო კომიტეტის თავმჯდომარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორთა საბჭოს წევრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ტიმს მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული რუსეთის, საბჭოთა კავშირისა და კავკასიის ისტორიაზე, კლიენტალიზმზე, ნაციონალიზმის პოლიტიკაზე, ენის პოლიტიკასა და ეთნიკურ მობილიზაციაზე აკადემიურ ჟურნალებში: Europe-Asia Studies, Communist and Post-Communist Studies, Kritika, War & Society, Caucasus Survey, Nationalities Papers, Central Asian Survey, Ab Imperio, და Journal of Language and Social Psychology. იგი ჯერემი სმიტთან ერთად რედაქტორია წიგნისა: საქართველო სტალინის შემდეგ: ნაციონალიზმი და საბჭოთა ძალაუფლება, რომელიც რუტლეჯის გამომცემლობამ 2015 წელს გამოსცა.

ბადრი ჯაფარიძე

წევრი

ბადრი ჯაფარიძე არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი, აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს ვიცეთავმჯდომარე, ასევე თიბისი ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი. ბადრი ჯაფარიძე აგრეთვე ქართული მინისა და მინერალური წყლების თანადამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტიცაა.
 
ჯაფარიძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან. იგი ასევე სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1997 წლამდე ბადრი ჯაფარიძე ფსიქოლოგიის ლექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რედაქტირება გაუკეთა 10 სამეცნიერო პუბლიკაციას. გარდა აკადემიური კარიერისა, იგი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. 1990 წელს იგი აირჩიეს ონის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს უმაღლეს საბჭოში და მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 2004 წლიდან ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრია.

ჰორტონ ბიბი-სენტერი

წევრი

როგორც ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი, ბ-ნი ბიბი-სენტერი პასუხისმგებელია მეურვეთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ფონდის სტრატეგიული მიზნების განსაზღვრასა და განხორციელებაზე.
 
ბატონი ბიბი-სენტერი ფონდს 1993 წელს შეუერთდა. მან დაარსა ფონდის პირველი ოფისები და ხელმძღვანელობდა მოსკოვის რეგიონალურ ოფისს ორი წლის განმავლობაში. 1995 წელს, ბატონი ბიბი-სენტერსი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რათა შეესრულებინა ვიცე პრეზიდენტის მოვალეობა ‘პროექტებსა და განვითარებაში’, სანამ მისი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი გახდებოდა.

ფონდში მოსვლამდე ბიბი-სენტერსი მუშაობდა რამდენიმე პროექტზე, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ტექნოლოგიის გაცვლას და ერთობლივ კომერციულ წამოწყებებს. ბატონი ბიბი-სენტერსი ფლობს ბაკალავრის ხარისხს საბჭოთა კვლევებში ბრაუნის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს რუსეთის კვლევებში ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

დენიელ ტარშისი

წევრი

დოქტორი ტარშისი 1994-99 წლებში იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. იგი ასევე ასრულებდა სახელმწიფო მდივნის მოვალეობას შვედეთის პრემიერ მინისტრის ოფისში, როგორც შვედეთის პარლამენტის წევრი და სოციალურ და საგარეო საკითხებთან დაკავშირებული კომიტეტის თავმჯდომარე. 2000 წელს დოქტორი ტარშისი წარმოადგენდა შვედეთის მთავრობას ევროკავშირში ფუნდამენტურ უფლებათა შემუშავების პროცესში. იგი არის სამედიცინო ეთიკის ეროვნული საბჭოს თამჯდომარე და ასევე ხელმძღვანელობს ინსტიტუტების საბჭოებს, რომლებიც საგანმანათლებლო მობილობის, ზრდის პოლიტიკისა და სიბერის/ასაკის მატების საკითხებზე მუშაობენ.
 
დოქტორი ტარშისი ფლობს დოქტორის ხარისხს სტოკჰოლმის და პრინსტონის უნივერსიტეტებიდან და ასევე საპატიო დოქტორის წოდებას კლუჟიდან (რუმინეთი). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებით პოლიტიკას, ადამიანის უფლებებს, საჯარო პოლიტიკას, მთავრობის განვითარებას, ანგარიშვალდებულებას და საბიუჯეტო პოლიტიკას. მისი ბოლო პუბლიკაცია არის „ერთობის ხელახალი გამოგონება: ევროკავშირის სტრუქტურული პოლიტიკის მომავალი“. 1983-85 წლებში იგი იყო საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ლექტორი უფსალას უნივერსიტეტში. ამჟამად, დოქტორი ტარშისი არის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

მარგარეტ რიჩარდსონი

წევრი

როგორც გადასახადებსა და ფინანსურ მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე იურისტი, ქალბატონი რიჩაარდსონი მსახურობდა აშშ-ს შემოსავლების სამსახურში 1993-97 წლებში. ქალბატონმა რიჩარდსონმა კარიერა დაიწყო როგორც მოხელემ აშშ-ს სასამართლოში, ხოლო შემდგომ შეუერთდა შემოსავლების სამსახურს. 1997 წელს მან მუშაობა დაიწყო იურიდიულ ფირმაში „Sutherland, Asbill and Brennan“ ვაშინგტონში. იგი დაინიშნა შემოსავების სამსახურის კომისართა მრჩეველთა ჯგუფის წევრად (1988-90), ხოლო შემდეგ თავმჯდომარედ (1990). ამჟამად, ქალბატონი რიჩარდსონი თანამშრომლობს შ.პ.ს. ოკვუდის საწარმოებთან.
 
ქალბატონი რიჩარდსონი მოღვაწეობს ჰოლოკოსტის აქტივების საპრეზიდენტო მრჩეველთა კომისიაში აშშ-ში და DC Bar Committee on Multidisciplinary Practice-ში. იგი ასევე არის ქალთა ფინანსური ასოციაციის, ვაშნგტონის ქალთა ფორუმის და ვუდრო ვილსონის საერთაშორისო მეცნიერთა ცენტრის საბჭოს წევრი. იგი მუშაობს ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის მრჩეველთა საბჭოში და აშშ-რუსეთის ბიზნეს საბჭოს და ევრაზიის ფონდის საბჭოებში. იგი ასევე იყო ეროვნული საკათედორო სკოლის საბჭოს, ავადმყოფ ბავშვთა საავადმყოფოს და ქალთა კამპანიის ფონდის განვითარების საბჭოს წევრი. მის შესახებ სტატიები გამოქვეყნდა ისეთ გაზეთებში, როგორიცაა The New York Times, The Washington Post დაUSA Today. ქალბატონი რიჩარდსონი დასახელდა წლის ქალად 1993 წელს ქალთა ფინანსური ასოციაციის მიერ და მას ასევე მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო სამსახურებრივი მიღწევებისთვის. იგი ფლობს ბაკალავრის დიპლომს პოლიტიკურ მეცნიერებაში ვასარის კოლეჯიდან და იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხს ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლიდან, სადაც იგი იყო Law Review-ს რედაქტორი.

მარი შიჰანი

წევრი

ქალბატონი შიჰანს მიგრაციის საკითხებზე მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM) კავკასიაში. 1998-2002 წლებში იგი იყო მისიის ხელმძღვანელი ერევანში, ხოლო 1998-2002 წლებში კავკასიის რეგიონალური კოორდიანტორის ფუნქციებს ასრულებდა თბილისიდან. ამის შემდეგ იგი სამი წლის განმავლობაში იყო შრილანკაში, სადაც გახსნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი რათა დახმარებოდა ცუნამის შედეგად დაზარალებულ პირებს.
 
თბილისში დაბრუნების შემდეგ ქალბატონი შიჰანი განაგებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს თბილისში. მას ასევე უმუშავია სამხრეთ-აღმოვასლეთიდან აზიელების ნაკადის მიგრაციის საკითხებზე ვიეტნამის ომის შემდეგ. იგი იყო მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური კომისიის ტრენინგ პროგრამის დირექტორი. ეს პროგრამა განკუთვნილი იყო აშშ-ს გადასახლების პროგრამაში ჩართული ეთიოპიელი და ერიტრიელი დევნილებისთვის. მარი შიჰანსმა კარიერა კალიფორნიასა და არიზონაში გაერთიანებულ ფერმის მუშათა კავშირთან მუშაობით დაიწყო, სადაც იცავდა ამ კავშირში შემავალი ადამიანების უფლებებს.