უკან
ორშაბათი | 26 იანვარი, 2015

ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით

მსოფლიოს მოსახლეობა ბერდება. სიკვდილიანობის შემცირებისა და შობადობის კლების გამო ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო ორგანიზაციები წინასწარმეტყველებენ1, რომ მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის იმ ქვეყნებს, რომლებსაც ხანდაზმულების სათანადოდ უზრუნველყოფა ამჟამადაც არ შეუძლიათ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენენ. Global AgeWatch-ის ინდექსის თანახმად2, 2050 წლისთვის 60 წელზე უფროსი მოსახლეობის წილი სომხეთსა და საქართველოში 30%-ს გადააჭარბებს, ხოლო აზერბაიჯანში 26%-ს მიაღწევს. დღესდღეობით 60 წელზე უფროსი მოსახლეობის წილი ამ ქვეყნებში, შესაბამისად, 14.7%, 20.1% და 8.8%-ია. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით მოცემული ბლოგი აღწერს ხანდაზმულთა დემოგრაფიულ შემადგენლობასა და ეკონომიკურ მდგომარეობას სამხრეთ კავკასიაში. პოსტი ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ ხალხზე, ვინც სტანდარტული ხანდაზმულობის პენსიის ასაკის ან მასზე უფროსია3 და ამბობს, რომ პენსიონერია და არ მუშაობს. 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვაში ეს ჯგუფი რესპონდენტების 12%-ს შეადგენს და ბლოგში ხანდაზმულებად მოიხსენიება. მოცემული ბლოგი არ ეხება საპენსიო ასაკის ხანდაზმულებს, რომლებიც მუშაობენ. შემოსავლის ოდენობისა და წყაროების განხილვის შემდეგ ბლოგი აღწერს ხანდაზმულთა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რამდენად ყოფნით შემოსავალი ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მოქალაქეები ხანდაზმულობის პენსიას იღებენ მიუხედავად იმისა, ოდესმე უმუშავიათ თუ არა. სომხეთსა და საქართველოში პენსიის საშუალო ოდენობა (634და 81 აშშ დოლარი5, შესაბამისად) ახლოსაა ოფიციალურ საარსებო მინიმუმთან (656 და USD 79 აშშ დოლარი7, შესაბამისად), ხოლო აზერბაიჯანში საშუალო პენსია (190 აშშ დოლარი8) საარსებო მინიმუმზე რამდენადმე მაღალია (160 აშშ დოლარი9). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთსა და საქართველოში. იქიდან გამომდინარე, რომ პენსიების ოდენობა ახლოსაა საარსებო მინიმუმთან, რომელიც, თავის მხრივ, არარეალისტურია10, ხანდაზმულთა ეკონომიკური მდგომარეობა სამივე ქვეყანაში საკმაოდ რთულია.

2013 წლის კავკასიის ბარომეტრის თანახმად, ხანდაზმულთა ნახევარზე მეტი სომხეთსა და აზერბაიჯანში და ორ მესამედზე მეტი საქართველოში ქალია, რაც შესაძლოა, მამაკაცებში სიცოცხლის უფრო დაბალ ხანგრძლივობას უკავშირდებოდეს. სომხეთთან შედარებით, აზერბაიჯანსა და საქართველოში სოფლებში უფრო მეტი ხანდაზმული ცხოვრობს, ვიდრე ქალაქებში. აზერბაიჯანელებისა და ქართველების 40%-ზე მეტი ქვრივია, სომხეთში - 34%. საქართველოში მარტო ხანდაზმულთა 16% ცხოვრობს, სომხეთში 12% და აზერბაიჯანში 7%. ალბათ, ნაწილობრივ ამ ფაქტის გამო, ხანდაზმულთა ოჯახის საერთო შემოსავალი აზერბაიჯანში უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ ორ ქვეყანაში. სომხებისა და ქართველების 70%-ზე მეტისთვის ბოლო თვეში ოჯახის საერთო შემოსავალი 250 აშშ დოლარი ან ნაკლებია, ხოლო აზერბაიჯანელთა 70%-სთვის - 250 აშშ დოლარზე მეტი. სომხებთან და ქართველებთან შედარებით, ხელფასები შემოსავლის წყაროდ უფრო ხშირად აზერბაიჯანელმა ხანდაზმულებმა დაასახელეს. შესაძლოა, იმიტომ, რომ ისინი უფრო იშვიათად ცხოვრობენ მარტო.


შენიშვნა: დიაგრამა აჩვენებს მხოლოდ „დიახ“ პასუხის პროცენტებს ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული შემოსავლის წყაროსათვის.

შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის 10-ბალიან სკალაზე შეფასებისას, ხანდაზმულთა უმრავლესობა სამივე ქვეყანაში საშუალო და დაბალ პოზიციებს ირჩევს. ხანდაზმულები სომხეთში საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო ცუდად აფასებენ, ვიდრე აზერბაიჯანსა და საქართველოში. სომხეთში ხანდაზმულთა 52% აცხადებს, რომ ფული საკვების შესაძენადაც არ ჰყოფნის, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში იგივეს მხოლოდ 26% და 39% ამბობს.

ხანდაზმულთა რთული ეკონომიკური მდგომარეობა ასევე კარგად იკვეთება იმაში, თუ რამდენად ხშირად სჭირდებათ ფულის სესხება ყოველდღიური ხარჯებისთვის. ხანდაზმულები სამივე ქვეყანაში მიუთითებენ, რომ ფულს საკვების შესაძენად სესხულობენ. თუმცა, აზერბაიჯანელები და ქართველები ამას უფრო იშვიათად აკეთებენ. სომხეთში ხანდაზმულთა დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ საკვებისათვის ფულს ყოველთვიურად სესხულობს, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში იგივეს მხოლოდ 15% ამბობს. სამივე ქვეყანაში ხანდაზმულები ფულს საკვებისთვის უფრო ხშირად სესხულობენ, ვიდრე, მაგალითად, კომუნალური მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.

გარდა საკვებისა და კომუნალური მომსახურების ხარჯებისთვის ფულის სესხებისა, ხანდაზმულები მიუთითებენ, რომ კონკრეტული პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვები ყველა ასაკობრივ ჯგუფს ახასიათებს, ხანდაზმულებში ეს უფრო მეტად შეინიშნება. ხანდაზმულთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ხორცისა და თევზის მოხმარებას ზღუდავს. სომხეთში ხანდაზმულების თითქმის ნახევარი მიუთითებს, რომ ასევე ზღუდავს კარაქისა და რძის მოხმარებას მაშინ, როცა აზერბაიჯანსა და საქართველოში ამას 21% და 31% ამბობს. აზერბაიჯანსა და საქართველოსთან შედარებით, სომხები ასევე უფრო მეტად ზღუდავენ თევზის, ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას.

ამრიგად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხანდაზმულთა ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით სომხეთში, მიუთითებს, რომ შემოსავალი საკვებისა და კომუნალური მომსახურების ხარჯების დასაფარად არ ჰყოფნის. შედეგად, მათ ფულის სესხება და ზოგიერთი პროდუქტის მოხმარების შეზღუდვა უწევთ. ხანდაზმულების ასეთი მდგომარეობა შეშფოთების საბაბს გვაძლევს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ხანდაზმულთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში მომავალი ათწლეულების განმავლობაში კიდევ გაიზრდება და სახელმწიფო უფრო მწვავე გამოწვევების წინაშე დადგება. 



1 United Nations (2013). World Population Ageing 2013. ნანახია http://www.un.org/en/development/desa/population/publications/pdf/ageing/WorldPopulationAgeing2013.pdf
2 Global AgeWatch Index (2014). The proportion of population aged 60 or over in 2014 and 2050. ნანახია http://www.helpage.org/global-agewatch/population-ageing-data/population-ageing-map/.
3 სომხეთში 63 წლის ან უფროსი ქალები და მამაკაცები, აზერბაიჯანში 59.5 წლის ან უფროსი ქალები და 62 წლის ან უფროსი კაცები, საქართველოში კი 60 წლის ან უფროსი ქალები და 65 წლის ან უფროსი კაცები
4 Armenian National Statistics office (2015). Average Pension size in drams, 2014. ნანახია http://www.armstat.am/en/?nid=126&id=19151
5 სოციალური მომსახურების სააგენტო (2015). საპენსიო ასაკის მიღწევა. ნანახია http://ssa.gov.ge/index.php?sec_id=378&lang_id=GEO
6 Armbanks (2011). Minimum subsistence basket becomes 13.5% cheaper in Armenia. ნანახია http://www.armbanks.am/en/2011/11/01/28977/
7 სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) (2015). ცხოვრების დონე, საარსებო მინიმუმი. ნანახია http://www.geostat.ge/?action=page&p_id=175&lang=geo
8 State Statistics Committee of Azerbaijan (2015). Health, Social Protection, Sport. ნანახია http://www.stat.gov.az/source/healthcare/indexen.php
9 News.Az (2014). Azerbaijan to increase subsistence minimum for next year by 5%. ნანახია http://www.news.az/articles/economy/93344
10 Frank, Liza (2013). Living and Surviving: Consumer Basket in Eastern Partnership Countries. ნანახია http://eastbook.eu/en/2013/07/country-en/moldova-en/living-surviving-consumer-basket-in-eastern-partnership-countries/

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.