უკან
სამშაბათი | 11 ივლისი, 2017

ვიზა ლიბერალიზაცია: მოლოდინები საქართველოში

 

2017 წლის მარტში, თითქმის 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამოქმედდა ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა ელიტებმა ეს საკითხი საქართველოში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალეს, საზოგადოებაში ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ დამოკიდებულებები და მოლოდინები ცალმხრივად პოზიტიური არ არის. CRRC/NDI 2017 წლის აპრილის კვლევის მონაცემების გამოყენებით, მოცემულ ბლოგში განხილულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებული შეფასებები.
 
ათიდან ცხრა ადამიანს საქართველოში სმენია საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ შენგენის ზონის ქვეყნებთან. თუმცა, ყველა როდი თვლის, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს უვიზოდ მოგზაურობის რეჟიმის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით ოთხი ადამიანი ათიდან არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მათ ან მათ მსგავს ხალხს.


 

შენიშვნა: რესპონდენტების ნახევარს დაესვა კითხვა „ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს?“, ხოლო მეორე ნახევარს - „ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა თქვენ სარგებელს მოგიტანთ?“


კვლევის დროს ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ კონკრეტული დებულებები შეაფასეს. ზოგადად, დამოკიდებულებები უმეტესწილად შერეულია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვიზა ლიბერალიზაციას არ ექნება ნეგატიური შედეგები საქართველოს ეკონომიკისთვის. მოსახლეობის დაახლოებით 2/3 ფიქრობს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაზრდის ემიგრაციას საქართველოდან. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ საქართველოს მოსახლეობის
78% ფიქრობს, რომ რიგითი ადამიანები ვერ გაწვდებიან ევროკავშირში მოგზაურობას იმის მიუხედავად, რომ ვიზები საჭირო აღარ იქნება.




რომ შევაჯამოთ, მოლოდინები ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ საქართველოში ერთფეროვნად პოზიტიური არ არის. CRRC/NDI კვლევების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს

 

 

16.10.2017 | ორშაბათი

Visa liberalization: How much do people in Georgia know about the conditions of visa-free travel to the EU?

CRRC’s previous blog posts have shown that the population of Georgia had rather moderate expectations of the recent visa liberalization with the Schengen zone countries, especially when it comes to the question of how much ordinary people will benefit from it. Europe Foundation’s latest survey on Knowledge of and Attitudes towards the European Union in Georgia, conducted in May 2017, provides a more nuanced understanding on how people in Georgia feel about this process and to what extent they are familiar with the conditions of visa liberalization.