უკან
ორშაბათი | 15 აპრილი, 2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.


იმავე წლის 16-დან 28 ნოემბრამდე პერიოდში CRRC-საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა იმისთვის, რომ გაეგო, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმში წამოჭრილი საკითხების მიმართ. გამოკითხვაში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე:

  • მოსახლეობის აზრით, რამდენად ხშირია საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მოსამართლეებთან გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად;
  • რამდენად ობიექტურად განახორციელებს პროკურატურა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში;
  • რა იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესში წამოწყებული გამოძიებების მიზანი.


სატელეფონო გამოკითხვის ფარგლებში ჩატარდა 599 დასრულებული ინტერვიუ. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი 2.4%-ს შეადგენს. ბლოგში აღწერილი მონაცემები ეფუძნება ყველა დასრულებულ ინტერვიუს (599) და შეწონილია რესპონდენტების ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.


მიუხედავად იმისა, რომ ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“ რუსთავი 2-ზე გავიდა და ასევე გამოქვეყნდა „რადიო თავისუფლებისა“ და „სტუდია მონიტორის“ ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე, საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა დაადასტურა გამოკითხვაში მისი ყურება. მათ შორის, ვინც ფილმი ნახა, უმრავლესობამ ფილმს რუსთავი 2-ზე უყურა და ფილმში წარმოდგენილი ჟურნალისტური გამოძიება დამაჯერებლად ან ნაწილობრივ დამაჯერებლად მიიჩნია.


რესპონდენტებს ჰკითხეს, მათი აზრით, საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კონკრეტულ საქმეზე მუშაობისას ხშირად ხდება, იშვიათად თუ არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მცირე წილმა ნახა საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი, მოსახლეობის მეოთხედზე მეტმა (27%) დააფიქსირა, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხშირად ხდება, 44%-მა, რომ ეს იშვიათად ხდება და მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საქართველოში არასდროს ხდება. მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა (21%) კითხვას პასუხი ვერ გასცა და „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა.

 

მსგავსი სკალის გამოყენებით გამოკითხვაში დაისვა კითხვა საქართველოში პროკურორების გარიგებაზე მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ შემთხვევაში მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტმა ვერ უპასუხა კითხვას, 28%-მა „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა. მეოთხედზე ნაკლებმა (23%) თქვა, რომ ეს ხშირდ ხდება, 37% - იშვიათად ხდება და 12%-მა, რომ საქართველოში პროკურორების გარიგება მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად არასდროს ხდება.



საქართველოს მოსახლეობაში არსებული შეხედულებები საქართველოს პროკურატურის მიმართ საკმაოდ განსხვავდება. გამოკითხვაში მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (52%) თქვა, რომ პროკურატურას ენდობა (22% სრულად ენდობა და 30% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა მას). მოქმედი მაღალჩინოსნების შემთხვევაში, 41%-ის თქმით, პროკურატურა ობიექტურად განახორციელებს მათ სამართლებრივ დევნას და ასევე 41%-ის თქმით, პროკურატურა მათ სამართლებრივ დევნას არაობიექტურად განახორციელებს. საქართველოს მოსახლეობის მოსაზრება ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც გაყოფილია, 41%-ის თქმით, პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ობიექტურად განახორციელებს, ხოლო 38%-ის აზრით - არაობიექტურად. საინტერესოა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ კითხვაზე მოსახლეობის 4-მა და 3%-მა (დასახელების თანმიმდევრობის შესაბამისად) დააფიქსირა მოსაზრება, რომ პროკურატურა საერთოდ არ განახორციელებს მათ სამართლებრივ დევნას.



მათგან, ვინც უპასუხა, რომ საქართველოს პროკურატურა მოქმედი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ძალიან არაობიექტურად განახორციელებს (17%), მეოთხედზე მეტმა (28%) ბოლო პერიოდის კონკრეტულ საქმეთაგან სარალიძის საქმე გაიხსენა, 6%-მა დაასახელა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეები და 3%-მა - ფარცხალაძის საქმე. თუმცა, დაახლოებით ნახევარს (49%) გაუჭირდა კონკრეტული საქმის დასახელება.


ხოლო მათგან, ვინც თქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ძალიან არაობიექტურად განახორციელებს (11%), ნახევარმა (50%) ვერ გაიხსენა კონკრეტული საქმე, 6%-მა ამ შემთხვევაშიც სარალიძის საქმე დაასახელა, 4%-მა - მირცხულავას საქმე და 2%-მა - რობაქიძისა და მერაბიშვილის საქმეები.


„სტუდია მონიტორმა“ და „რადიო თავისუფლებამ“ ფილმში განიხილეს სამართლიანობის აღდგენა - პროცესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ წამოიწყო 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. გამოკითხვაში რესპონდენტებს ჰკითხეს აზრი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ხელისუფლების განცხადებით, ამ პროცესის მიზანი იყო ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნის გამართლებას ემსახურებოდა. თუმცა, თავად გამოკითხვაში კითხვაზე, თუ რა იყო სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში წამოწყებული გამოძიებების მიზანი, ყველაზე ხშირი პასუხი იყო საკუთრივ „სამართლიანობის აღდგენა“ (31%). დაახლოებით მეხუთედმა (21%) თქვა, რომ მიზანი მოსახლეობის თვალში მთავრობის კარგად წარმოჩენა იყო და დაახლოებით მესამედმა (30%) სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიზნად პოლიტიკური ანგარიშსწორება დაასახელა. მოსახლეობის მეხუთედზე ნაკლების (17%) აზრით, მიზანი დამნაშავეების დასჯა იყო, 12%-მა კი ეს პროცესი ადამიანის უფლებების დაცვას დაუკავშირა. საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის 16%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.


შენიშვნა: რესპონდენტებს ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხის დასახელება შეეძლოთ. ამიტომაც პასუხები 100%-ად არ ჯამდება.


ამრიგად, საქართველოს მოსახლეობაში განსხვავებული დამოკიდებულებაა საქართველოს პროკურატურის მიმართ. დაახლოებით ნახევარი მას ენდობა და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად თანაბარი წილი ფიქრობს, რომ პროკურატურა ობიექტურად ან არაობიექტურად განახორციელებს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას. ეს კი ხაზს უსვამს ნდობის ასამაღლებლად მუშაობის გაგრძელების საჭიროებას მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც პროკურატურას არ ენდობა.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში. პროექტიხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU).

ამ ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოს პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, IDFI-სა და სტუდია მონიტორის შეხედულებებს.

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.
02.01.2018 | სამშაბათი

ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს

დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.

2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.

29.01.2018 | ორშაბათი

2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება

1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.
26.02.2018 | ორშაბათი

გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ

CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.
05.03.2018 | ორშაბათი

პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში

მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.
16.07.2018 | ორშაბათი

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ

2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
24.07.2018 | სამშაბათი

საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები

2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
21.02.2019 | ხუთშაბათი

მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...
11.03.2019 | ორშაბათი

მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.
08.04.2019 | ორშაბათი

საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება

„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 
600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...
22.04.2019 | ორშაბათი

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.