უკან
ორშაბათი | 27 თებერვალი, 2017

როგორ წავახალისოთ ახალგაზრდები, ხმა მისცენ არჩევნებში?

2016 წლის საპარლამენტო არჩვენების წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთი პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი ცდილობდა, წაეხალისებინა ახალგაზრდები, რომ მონაწილეობა მიეღოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. როგორც სარეკლამო რგოლი ამტკიცებდა, არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესაცვლელად, სადაც პოლიტიკური პარტიები პოპულისტურ დაპირებებს იყენებენ ასაკოვანი, პოლიტიკურად უფრო აქტიური ამომრჩეველების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ახალგაზრდა ამომრჩევლები უნდა გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავისი სათქმელი. მიუხედავად ამისა, როგორც 2012 წელს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების შედარებით მცირე ნაწილმა მისცა ხმა.

CRRC/NDI-ის არჩევნების შემდგომი 2016 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, ქართველ ამომრჩევლებში თაობათაშორისი განსხვავება შეინიშნება. როგორც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აგრეთვე 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დროს 18-დან 35 წლის ჩათვლით ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ უფრო ნაკლებად აქტიურები იყვნენ, ვიდრე უფროსი ასაკობრივი კატეგორიის ამომრჩეველები.

 

 

შენიშვნა: თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მნიშვნელობანი განსხვავებები მოსახლეობის გამოკითხვებისას დაფიქსირებულ საარჩევნო აქტივობასა და ოფიციალურ მონაცემებს შორის. ამ ფაქტის ყველაზე გავრცელებული ახსნა არის სოციალური სასურველობის ეფექტი: როდესაც რესპონდენტებს, რომლებსაც ხმა არ მიუციათ არჩევნებში, ამ ფაქტის აღიარების რცხვენიათ. ამიტომაც ისინი აცხადებენ, რომ მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში. აღნიშნული განსხვავების დანახვა საქართველოში ჩატარებულ კვლევებშიც შეგვიძლია, CRRC/NDI-ის არჩევნების შემდგომი კვლევის ჩათვლით.

მრავალი კვლევა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ახალგაზრდები საქართველოში ინდიფერენტული არიან პოლიტიკის მიმართ.  მაგალითად, ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მეგობრებთან და ახლო ნათესავებთან ერთად ყოფნისას ნაკლებად ხშირად განიხილავენ პოლიტიკას და მიმდინარე მოვლენებს უფროსი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებთან შედარებით. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს, ხმამაღლა გაცხადებული დაუინტერესებლობა პოლიტიკით არ დასახელებულა ყველაზე ხშირ მიზეზად იმისა, თუ რატომ არ აძლევენ ხმას არჩევნებში განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 56 წელზე უმცროსი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი სხვა დასახლებულ პუნქტში იყვნენ რეგისტრირებულნი და ამიტომ ვერ მოახერხეს ხმის მიცემა.

შენიშვნა: შეკითხვადაესვარესპონდენტების 23%, რომლებმაცგანაცხადეს,რომხმაარმიუციათარც 8 ოქტომბრის  საპარლამენტოარჩევნებშიდაარც 30 ოქტომბრისმეორეტურში. პასუხისვარიანტები „არვიყავიდარეგისტრირებული“, „არვიცოდი,სადიყოჩემისაარჩევნოუბანი“ და „ვერგადავწყვიტე,ვისთვისმიმეცახმა“ გაერთიანდა პასუხის ვარიანტ „სხვა“-სთან.

პოლიტიკით დაუინტერესებლობა და სამოქალაქო ჩართულობის დაბალი მაჩვენებლები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. მიიჩნევა, რომ ამ ფენომენის ახსნა მრავალი კომპლექსური საკითხის გათვალისწინებითაა შესაძლებელი, მაგალითად, საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წონის არქონა ან საკუთარი პოლიტიკური და სოციალური შეხედულებების გამოხატვისთვის სხვა გზების არჩევა. მიუხედავად ამისა, მიზეზები, თუ რატომ არ აძლევენ ხმას საქართველოში ახალგაზრდებშიც და 36-55 ასაკობრივი კატეგორიის ამომრჩევლებშიც ძალიან მსგავსია. კონკრეტული პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებლის გაზრდა. მაგალითად, დაუსწრებლად ხმის მიცემაან ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობის შემოღება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ საქართველო ტექნიკურად მზად არის ონლაინ ხმის მიცემის სისტემის დასანერგად. ამან შესაძლოა, წაახალისოს ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში, თანაც, პოტენციურად არამხოლოდ ახალგაზრდებში.

თქვენი აზრით, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ახალგაზრდების წასახალისებლად, რომ ხმა მისცენ არჩევნებში?

CRRC/NDI 2016 წლის ნოემბრის შედეგების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის პორტალს.