უკან
ორშაბათი | 15 დეკემბერი, 2014

როგორ განსხვავდება სამსახურით კმაყოფილება სამუშაოს პროფილის მიხედვით?

რიგი დარგებისა, მათ შორის ეკონომიკა, სოციოლოგია და ფსიქოლოგია, შეისწავლის სამსახურით კმაყოფილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების გამოყენებით, ეს ბლოგი წარმოაჩენს, თუ როგორ განსხვავდება სამსახურითკმაყოფილება სამუშაოსპროფილის მიხედვით.
 
2013 წელს კავკასიის ბარომეტრმა პირველად გამოიყენა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროფესიების სტანდარტული კლასიფიკაცია (ISCO-08),რომ გაეზომა რესპონდენტების დასაქმების სტატუსი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სამუშაოს პროფილი“). სამსახურითკმაყოფილების გასაზომად კი გამოიყენეს შემდეგი კითხვები:
 
  • „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ვაკეთებ საქმეს, რომელიც ბევრ ადამიანს სჭირდება“.
  • „ზოგადად რამდენად კმაყოფილი ან რამდენად უკმაყოფილო ხართ თქვენი სამსახურით?“
  • „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ვგრძნობ, რომ სამსახურში ჩემს შრომას აფასებენ.“
CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სამუშაოს პროფილის მქონე ქართველებსსამსახურით კმაყოფილების სხვადასხვა დონე აქვთ. ქართველებს, რომლებსაც ე.წ. „მაღალი პროფილის“ სამსახური აქვთ (75%) ორჯერ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ აკეთებენ ბევრი ადამიანისთვის საჭირო საქმეს, ვიდრე „დაბალი პროფილის“ სამსახურის მქონენი (40%).

შენიშვნა: კითხვარში მოცემული სამსახურის პროფილის აღმნიშვნელი კითხვა მოიცავდა პასუხის შემდეგ ვარიანტებს: მენეჯერი; მაღალკვალიფიციური სპეციალისტი; შუალედური რგოლის სპეციალისტი ან ტექნიკოსი; ოფისში მომუშავე დამხმარე პერსონალი; მომსახურების ან სავაჭრო სფეროს მუშაკი; სოფლის მეურნეობის / მეტყევეობის / მეთევზეობის დარგის კვალიფიციური მუშაკი; ხელოსანი და მონათესავე პროფესიების მუშაკი; სამრწეველო დანადგარების, მოწყობილობების, მანქანების ოპერატორი / ამწყობი; არაკვალიფიციური მუშა და შეიარაღებულ ძალებში მომუშავე პერსონალი. თითოეული ვარიანტი შეესაბამება კვალიფიკაციის, ანაზღაურებისა და პრესტიჟის სხვადასხვა დონეს. ამ ბლოგისთვის ვარიანტები „მენეჯერი“ და „მაღალკვალიფიციური სპეციალისტი“ დაჯგუფდა ერთად „მაღალი პროფილის“ კატეგორიაში მაშინ, როდესაც დანარჩენი ვარიანტები „დაბალი პროფილის“ საქმიანობებში გაერთიანდა. პასუხის ვარიანტები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“ დასაქმებულთა მხოლოდ 3% დააფიქსირა. შესაბამისად, ისინი უგულებელყოფილნი იყვნენ ანალიზის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ბლოგში მოცემული დაკვირვებები შეესაბამება ქართველთა მხოლოდ იმ ნაწილს, რომლებმაც ინტერვიუს პროცესში სამსახურის ქონა დააფიქსირეს (გამოკითხულთა 39%), ხოლო თანაფარდობა მაღალი და დაბალი პროფილის პროფესიებს შორის არ არის თანაბარი (23% და 77%).

შესაბამისად, სამსახურით კმაყოფილება განსხვავდება სამუშაოსპროფილის მიხედვით. დასაქმებული ქართველებიდან, ვინც გამოხატასაკუთარი სამსახურით კმაყოფილება, დიდია„მაღალი პროფილის“ სამსახურის მქონე ადამიანების წილი.


მსგავსი ლოგიკით, რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ეთანხმება მოცემულობას: „ვგრძნობ, რომ სამსახურში ჩემს შრომას აფასებენ“ თითქმის ორჯერ მეტია „მაღალი პროფილის“ სამუშაოს (47%), ვიდრე „დაბალი პროფილის“ სამუშაოს მქონე პირებში (25%).


ქართველებში სამსახურით კმაყოფილება განსხვავდება სამუშაოს პროფილის მიხედვით. ზემოთ მოყვანილი დიაგრამები წარმოაჩენენ განსხვავებას: დასაქმებულები, რომლებსაც სჯერათ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და გრძნობენ, რომ სამსახურში მათ შრომას აფასებენ, უფრო დიდი ალბათობით„მაღალი პროფილის“ სამსახურის მქონენი არიან (მენეჯერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები). საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სამუშაოს პროფილის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ CRRC-ის ვებგვერდს ან მოიძიეთ მონაცემები მონაცემთა ონლაინ ანალიზის გვერდის გამოყენებით.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.