უკან
სამშაბათი | 14 მარტი, 2017

Reported attitudes towards domestic violence in Georgia

 

ბოლო დროს საქართველოში ახალ ამბებში შუქდება ინფორმაცია მეუღლეების,შვილების,და-ძმის და მშობლების მკვლელობის შესახებ. CRRC/NDI-ის 2014 წლის ოქტომბრის გამოკითხვა გვაწვდის ცნობებს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ოჯახში ძალადობის შესახებ.

 

საქართველოში ხალხის უმრავლესობა (64%) ეთანხმება იმას, რომ არაფიზიკური ძალადობა ოჯახში (როგორიცაა აკრძალვები, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზეწოლა) ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს. ამავდროულად, მხოლოდ 39% ამბობს იმავეს ფიზიკურ ძალადობაზე. სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ორივე, ფიზიკური და არაფიზიკური ძალადობა, ოჯახში უნდა მოგვარდეს, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრები ადამიანები.

 

 

 

 
 



ხანში შესულ ადამიანებთან შედარებით ახალგაზრდები ნაკლებად ეთანხმებიან, რომ ფიზიკური და არაფიზიკური ძალადობა ისეთი საკითხია, რომელიც ოჯახში უნდა მოგვარდეს. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 58% ეთანხმება, რომ არაფიზიკური ძალადობა ოჯახში უნდა მოგვარდეს მაშინ, როცა იმავეს 56 წელზე უფროსი ადამიანების 68% ეთანხმება. რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, 18-დან 35 წლამდე მოსახლეობის 35% ეთანხმება, რომ ის უნდა გადაიჭრას ოჯახის შიგნით. 56 წელზე უფროსი მოსახლეობის 45% ამბობს იმავეს.

რაც შეეხება გენდერულ განსხვავებებს, ქალები მცირედით უფრო მეტად არ ეთანხმებიან იმას, რომ ფიზიკური ძალადობა ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს (ქალების 59% კაცების 48%-თან შედარებით). საშუალო ან განათლების უფრო დაბალი დონის მქონე ინდივიდებთან შედარებით, უმაღლესი განათლების მქონე ინდივიდები უფრო მეტად არ ეთანხმებიან, რომ ფიზიკური ძალადობა ოჯახის შიგნით უნდა მოგვარდეს. საშუალო ან უფრო დაბალი დონის განათლების მქონე ინდივიდების 45% ეთანხმება, რომ ფიზიკური ძალადობა ოჯახის შიგნით უნდა გადაიჭრას. უმაღლესი განათლების მქონე ინდივიდების მხოლოდ 32% ამბობს იმავეს. არ ვხვდებით მნიშვნელოვან განსხვავებებს სქესისა და განათლების დონის მიხედვით არაფიზიკურ ძალადობასთან მიმართ დამოკიდებულებებში.

გამოკითხვაში ასევე დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ არის ოჯახში უფლებამოსილი, რომ ძალადობის შემთხვევაში ჩაერიოს, თუმცა, ამ კითხვების შემთხვევაში არ იყო დაკონკრეტებული ძალადობის ფორმა (ფიზიკური თუ არაფიზიკური). მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოჯახის წევრები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, ჩაერიონ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. უფრო ნაკლები, თუმცა, მაინც უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასამართლო, საპატრულო პოლიცია, ფსიქოლოგები, მღვდლები ან ნათესავები უნდა იყვნენ უფლებამოსილნი, ჩაერიონ. აღსანიშნავია, რომ ხალხი ყველაზე ნაკლებად სოციალურ მუშაკებზე, მეგობრებსა და მეზობლებზე ამბობს, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩარევის უფლებამოსილება.



 

შენიშვნა: კითხვა დაისვა ცალ-ცალკე თითოეული ჯგუფის/ინსტიტუტის შესახებ.

კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ხშირად ამბობენ თითოეულ ჯგუფსა და ინსტიტუტზე, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩარევის უფლებამოსილება.

 

 

Younger people and residents of Tbilisi report more often that these groups or institutions should be authorized to intervene in cases of domestic violence. Compared to those who are older, younger people are more likely to think that courts (75%), psychologists (74%), priests (69%) and social workers (62%) should be authorized to intervene in cases of domestic violence. Among people who are 56 and older, respectively, 67%, 62%, 62%, and 55% report the same. Similarly, people living in the capital are more likely to think courts (78%), the patrol police (77%), psychologists (75%), priests (74%), social workers (65%) and friends (63%) should be authorized to intervene in cases of domestic violence, while, respectively, 67%, 67%, 68%, 63%, 55%, and 56% of the rural population report the same.


A majority of the population of Georgia reports that non-physical violence is an issue that should be resolved within the family. When it comes to physical violence, people are less likely to agree that it should be resolved within the family. People living in the capital and younger people are less likely to agree that any type of domestic violence should be resolved within the family, compared to those residing in rural settlements and older people. Women and people with tertiary education are more likely to disagree that physical violence is an issue that should be resolved within the family, while there is no difference between males and females, as well people with different educational attainment when it comes to non-physical violence. A majority of people think that family members, courts and patrol police, among other individuals and institutions, should be authorized to intervene in cases of domestic violence.

To explore the CRRC/NDI survey findings, visit CRRC’s Online Data Analysis portal.