უკან
პარასკევი | 06 მარტი, 2015

რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)

ჩვენი წინა პოსტი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულების რეგიონულ განაწილებას აღწერდა. ამ ნაწილში კი განვიხილავთ აბიტურიენტის სქესსა და რეგისტრაციის ადგილს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება საკონკურსო ქულები დასახელებული ცვლადების მიხედვით. მოცემული პოსტის კიდევ ერთი მიზანია, შეაფასოს მასწავლებელთა ხარისხის როლი რეგიონული სხვაობების წარმოშობაში.

აბიტურიენტის რეგისტრაციის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით, გამოვთვალეთ მდებარეობის ახალი ცვლადი, რომელიც აპლიკანტებს ხუთ კატეგორიად - დედაქალაქში, მსხვილ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი), დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში (დევნილები და უცხოეთში მყოფი) რეგისტრირებულებად ყოფს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მეშვეობით შეუძლებელია, დეტალურად განვასხვავოთ შედეგები დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, თუმცა ვვარაუდობთ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში მოხვედრილი აბიტურიენტების დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს.

როგორც ამ ბლოგის პირველ ნაწილში მოტანილი აღწერილობითი ანალიზი აჩვენებს, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდებზე ყველაზე მეტ ქულას იღებდნენ. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აპლიკანტებს ყველაზე ცუდი შედეგები ქონდათ. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღნიშნული განსხვავებები შემთხვევითი არ არის, გამოვიყენებთ სპეციალურ სტატისტიკურ ტექნიკას - დისპერსიულ ანალიზს (ე. წ. ANOVA). აღნიშნული მიდგომით მოწმდება, არის თუ არა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცალკეულ ჯგუფებს შორის ცვლადის საშუალო მნიშვნელობების სხვაობა. მოპოვებულ მონაცემებზე ჩატარებული დისპერსიული ანალიზი აჩვენებს, რომ სქესის F(1, 26311)= 136.43, p<0.001, და მდებარეობის F(4, 26311)= 396.36, p

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველა ტიპის დასახლებებში, აბიტურიენტი გოგონები ვაჟებზე უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ. თბილისელი გოგონები და ბიჭები საშუალოდ, ყველაზე წარმატებულები იყვნენ. მსხვილი ქალაქების მცხოვრებლები უკეთ გამოდიოდნენ, ვიდრე მეტწილად სასოფლო მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტები. დაბოლოს, აპლიკანტები „სხვა“ ჯგუფიდან უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები.

აღსანიშნავია, რომ გოგონებსა და ვაჟებს შორის ქულების განაწილებაში წარმოჩენილი სხვაობა დიდი არ გახლდათ. სამაგიეროდ, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მსჯელობისას, ნათლად იკვეთება განსხვავება ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ჩვენი აზრით, ამ სურათს რამდენიმე მიზეზი წარმოშობს.

პირველ რიგში, საქართველო ენდემური რეგიონული უთანასწორობით ხასიათდება, რაც ქვეყანაში განათლების არათანაბარ ხარისხსაც გულისხმობს. განსაკუთრებით დიდი განსხვავება მსხვილ ქალაქებსა და სასოფლო მუნიციპალიტეტებს შორისაა. დაბალი ხარისხის განათლება და კარგი მასწავლებლების სიმცირე კარგად ჩანს საერთაშორისო ტესტების (TIMSS, PISA, PIRLS) შედეგების მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ქართველი მოსწავლეების შედეგები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს უახლოვდება, განსხვავება დასახლებული პუნქტების მიხედვით თვალსაჩინოა.

საქართველოში, ზოგადად, ხარისხიანი სწავლების და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სიმწირეა - ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს სერტიფიცირების გამოცდა გარკვეულ დარგებში მასწავლებელთა 90%-მა ჩააგდო. პედაგოგთა დაბალი ხარისხი განსაკუთრებით სოფლებში იგრძნობა. თუკი სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე მოსწავლეთა რაოდენობის სტატისტიკას (ე. ი. იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც სპეციალური გამოცდები ჩააბარეს და ითვლებიან, რომ მათი კვალიფიკაცია უკეთესია) გავეცნობით, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებშია. ამ არეალებში ცოტა სერტიფიცირებული მასწავლებელია, შესაბამისად, მათი დატვირთვა მაღალია და ერთ სერტიფიცირებულ პედაგოგზე მეტი მოსწავლე მოდის. მარნეულის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მაჩვენებელი ას მოსწავლეზე მეტს შეადგენს, როდესაც საჩხერეში ერთ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე მხოლოდ 25 მოსწავლე მოდის.


როგორც ვხედავთ, სასკოლო განათლება, რომელიც მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის უნდა ამზადებდეს, არაადეკვატურია. შესაბამისად, აბიტურიენტები (და მათი მშობლები) დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში სიარულს კერძო მასწავლებლებთან მომზადებას არჩევენ. თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპეტიტორების უმეტესობა აქტიური მასწავლებელია, მათი რაოდენობა სოფლებში, მსხვილი ქალაქებისგან განსხვავებით, ასევე საკმაოდ მცირეა. აღნიშნული ფაქტორი ეროვნული გამოცდების უთანასწორობის კიდევ ერთი მაჩვენებელია. 


ჩვენს მიერ მომზადებული პოსტების სერია მიმოიხილავდა 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგიონულ და გენდერულ თავისებურებებს. როგორც აღწერილობითმა, ასევე ახსნითმა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ აბიტურიენტებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, განსაკუთრებით - გეოგრაფიული თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები ბევრი აბიტურიენტისთვის ხარისხიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების ერთადერთი შანსი გახლდათ, მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი ისევ ვერ სარგებლობს შემოთავაზებული თანაბარი შესაძლებლობით. ეს ფაქტი არა ეროვნული გამოცდებს, არამედ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში არსებულ ენდემურ პრობლემებს უკავშირდება. მიუხედავად თვალსაჩინო წარმატებისა, გაუმჯობესებულმა მისაღებმა გამოცდებმა ვერ უზრუნველყვეს საქართველოში ღრმად ფესვგადგმული უთანასწორობის აღმოფხვრა საგანმანათლებლო სფეროში.

გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები? შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე ან მოგვწერეთ თქვენი აზრები კომენტარების სექციაში.

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.