საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი პრეცენდენტის შედეგად საქართველოს პოზიცია Freedom House-ისა და Polity IV-ის რეიტინგებში გაუმჯობესდა. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერა მცირდება. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, ის, სავარაუდოდ, სერიოზულ პრობლემად იქცევა ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის, ანუ საქართველოს დემოკრატიული მიღწევების ინსტიტუციონალიზაციისა და გამყარებისათვის.
კონსოლიდირებულ დემოკრატიაში არადემოკრატიული რეჟიმის დაბრუნების მოლოდინი ნაკლებია და არსებობს საყოველთაო თანხმობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული წესების დაცვაზე; დემოკრატია აღიქმება, როგორც ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური წყობა (“The only game in town”). მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიული წყობის მხარდაჭერის გაზომვის შესაძლებლობას საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, კერძოდ მასობრივი გამოკითხვები იძლევა. ამ ბლოგპოსტში განხილულია, თუ როგორ შეიცვალა დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის ინდიკატორები ბოლო წლების მანძილზე.
CRRC-საქართველოს გამოკითხვის, კავკასიის ბარომეტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში დემოკრატიას კვლავ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. კერძოდ, მოსახლეობის 47% ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ „დემოკრატია ყველა სხვა პოლიტიკურ წყობაზე უკეთესია“ და მხოლოდ 16% იზიარებდა აზრს, რომ „ზოგ შემთხვევაში არადემოკრატიული მთავრობა უფრო კარგია, ვიდრე დემოკრატიული“.
თუმცა, თუ ამ შედეგებს წინა წლების კავკასიის ბარომეტრის მონაცემებთან მიმართებაში განვიხილავთ, დავინახავთ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა შემცირდა. მაგალითად, 2011 წელს მოსახლეობის 65% მიიჩნევდა დემოკრატიულ მმართველობას საუკეთესოდ, 2012 წელს - 68%, ხოლო 2013 წელს - 62%, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. რაც შეეხება არადემოკრატიული მმართველობის მხარდამჭერებს, მათი წილი ბოლო წლების განმავლობაში გაორმაგდა და 16%-მდე გაიზარდა. ანალოგიურად გაიზარდა იმ ადამიანთა წილიც, ვინც აცხადებს, რომ მათთვის „არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მთავრობა გვეყოლება“.
შენიშვნა: დიაგრამებზე არ არის ნაჩვენები პასუხები „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“. 2014 წელს კავკასიის ბარომეტრი არ ჩატარებულა.
საყურადღებოა, რომ მცირდება მათი წილიც, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო დემოკრატიულია. კერძოდ, 2011 წლის კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარი საქართველოს ახასიათებდა, როგორც „სრულიად დემოკრატიულს“ ან როგორც „დემოკრატიულს, პატარა პრობლემებით“ (შესაბამისად, 8% და 42%). 2015 წელს შესაბამისი მაჩვენებლები მხოლოდ 3% და 20% იყო. მეორეს მხრივ, გაიზარდა მათი წილი, ვინც თვლის, რომ საქართველო დემოკრატიულია, თუმცა, დიდი პრობლემებით, ან საერთოდ არ არის დემოკრატიული.
დემოკრატიის მხარდაჭერის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების შემცირება იყოს. CRRC-საქართველოს გამოკითხვების შედეგად მიღებული მონაცემები არ ადასტურებს ასეთ ვარაუდს: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული ღირებულებები შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, გაიზარდა მათი წილი, ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ხალხმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რათა უჩვენოს მთავრობას, რომ ხალხი არის მმართველი ძალა.“ საქართველოს მოსახლეობის ეს წილი 2015 წელს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების წილს, ვინც საპირისპირო მოსაზრებას იზიარებდა.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის ის წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულად თვლის, შემცირდა, მონაცემები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლების აღქმა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, 2009 წლის შემდეგ მოსახლეობის წილი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში ხალხს უფლება აქვს, ღიად თქვას, რასაც ფიქრობს, 55%-დან 72%-მდე გაიზარდა, ხოლო მათი წილი, ვინც არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, თითქმის განახევრდა.
შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის მხარდაჭერის დონის ცვლილება საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულების შემცირებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ.
შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე საუბრისას მოსახლეობის აზრი ხშირად მივიწყებულია. როგორც ეს ბლოგ პოსტი აჩვენებს, პოლიტიკურმა ელიტამ არ უნდა ჩათვალოს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური წყობის მიმართ ავტომატურადაა გარანტირებული. მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიისადმი, ისევე, როგორც ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის დემოკრატია, იცვლება და მნიშვნელოვანია როგორც ამ ცვლილების დაკვირვება, ასევე მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, ვინაიდან დემოკრატიის კონსოლიდაცია ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა.
საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შესახებ მეტი ინფრომაცია იხილეთ CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებ-გვერდი.
What do CB interviewers’ ratings of respondents’ intelligence tell us?
Citizenship in action in the South Caucasus
სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის აღქმა
ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში
2002 წლის ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.
განქორწინება რთული გასამართლებელია
შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ.
საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?
1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
Junior Fellows at CRRC-Georgia: Facing new challenges
ქართველი ახალგაზრდები: ევროკავშირისადმი სწრაფვა ტოლერანტობის გარეშე
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 2)
რეგიონული უთანასწორობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი 1)
The Population of Georgia on "good citizenship"
Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.საცხოვრებლის ტიპები საქართველოს ქალაქებში
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მეტად ურბანული გახდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ რეგიონებში უთანასწორო განვითარება გამოიწვია. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიაშურა დიდ ქალაქებს. ამის შედეგად, 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57.5%) ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრობს.Fearing for the children – how living with children affects homophobic attitudes in Tbilisi
Fearing for the children - the blog looks at how homophobic attitudes vary along gender lines taking into account whether men and women live in a household with children:სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში
მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.How Georgia became an upper-middle income country
According to the World Bank report, Georgia became an upper-middle income country. What determined this shift of the economy, what are its long-term implications and why does it matter?Positive Public Attitudes in Georgia
ხანდაზმულთა კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში: პრობლემა გამწვავების პერსპექტივით
Before and After the Elections: Shifting Public Opinion in Georgia
გარემოსადცვითი პრობლემები საქართველოში: მოსახლეობის საფიქრალი?
გაეროს სოციალური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (UNRISD) თანახმად, „გარემო-პირობების გაუარესება უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და არსებობის შესაძლებლობებზე, რასაც დაბინძურებული გარემო და ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა განაპირობებს. ნიადაგის ეროზია, ტყეების გაჩეხვა, ცხოველებისა და მცენარეების გადაშენება ანსახეობების შემცირება აფერხებს მრავალი ადამიანის მწარმოებლურ შესაძლებლობებს.“Trends in the Data: Public support for democracy is slowly waning in Georgia (Part 2)
Analysis of survey findings from the last few years, presented in the first part of this blog post, shows that public support for democracy is declining in Georgia. Since 2012, the share of the population who would prefer democracy over any other kind of government dropped from 68% to 47%. As public support for democracy is indispensable to democratic consolidation, it is important to know how and why support for democracy is changing. This blog post describes a number of tendencies that might be related to the declining public support for democracy in Georgia, using the CRRC’s Caucasus Barometer (CB) survey data.ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში
Perceptions of Court System Fairness in the South Caucasus
Ann Bennett Lockwood, an American attorney, politician and author once said that, “If nations could only depend upon fair and impartial judgments in a world court of law, they would abandon the senseless, savage practice of war”. For many, the credibility of a government is judged by the fairness of itsjudicial system. For instance, Michel Rosenfeld (2001) argued that a fair justice system creates respect and faith in government by saying that, “If a citizen implicitly or explicitly endorses a law or legal regime, the latter can be considered subjectively fair.”აქტიური და დასაქმებული
ივარჯიშე და იყავი ბედნიერი
უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმება და შემოსავალი საქართველოში
განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?
Democracy in Georgia
Fatalism and Political Perceptions in Georgia
Access to justice in Central Asia | Presentation of research findings in Kazakhstan
IDPs in Georgia – Attitudes towards return, conflict resolution and justice
Spreading the News: File Sharing through Mobile Phones in Armenia
E-transparency in Georgia: A key to faith in democracy?
The Caucasus Barometer 2010 Dataset Is Available!
Public Attitudes in Georgia: CRRC Polling Results
ODA – CRRC Data Analysis Online
Follow-Up Media Landscape Survey
By Tamar ZurabishviliIf You Were Asked What Everyone Else Thought of Your Country...
Seminar Report: Perceptions about Georgia: Leading or Loosing the Struggle for Democracy
Obstacles for Civil Society Development in the South Caucasus
Counting Crowds & Crowds Counting | Jacobs' Method
During the last 25 years Georgian capital has experienced a diverse history of political meetings in its central areas including peaceful demonstrations, rallies with radical political demands, “tent towns” and so forth. The higher the attendance, the more legitimate the protests are often seen to be. As a result, the figures themselves usually are contested, sometimes in significant controversy.Top Ten Leisure Activities in Georgia
Caucasus Barometer | A New Name for the CRRC's Data Initiative
Testing Mobile Innovation in our Surveys
SMS Survey | First Insights
Greatest Threats Facing the World | Data from the 2009 CB & the Global Attitudes Survey
From environmental catastrophe to violence, our world currently faces serious challenges with long-term consequences. In this context, what do people in the Caucasus consider to be the most acute problems?
Survey Snippet | WorldCup
Post-Soviet States’ Democratic Decline: Results from Freedom House Report
The Public's View of Constitutional Reform in Georgia
Georgian get-togethers: Private Problems versus Politics
In September 2011, CRRC on behalf of Eurasia Partnership Foundation and EWMI G-PAC conducted a nationally representative survey on Volunteerism and Civic Participation in Georgia. Georgians were asked how often they get together and discuss private problems and politics with their friends and relatives (who do not live in their houses).Ask CRRC!
Ask CRRC: what does the public actually know?
DRC & CRRC's Migration Report
Ask CRRC | Survey vs Census
Q: What’s the difference between a survey and a census?Alpha Version of CRRC Data Initiative now online!!!
USAID Political Party Assessment of Europe and Eurasia
Philanthropy in Georgia
Counting People Makes them Count | Richard Rose
Georgian Party Archive: extraordinary Soviet History
Exit Polls | Take Two
Diversity Polling on the Caucasus | Ask500
Georgia post-Election Phone Survey | Quick Review
Caucasus Data | Language: Russian versus English?
Georgia Post-Conflict Phone Survey | may be a first glance?
Surveying Corruption | Details Matter!
What do Russians think about the situation in Abkhazia and South Ossetia? -- Data Snapshot
Russian Public Opinion | Levada Update
The August Conflict | Economic Impact on Georgia?
Pre-Election Polls | what would be needed
With the election in Georgia approaching fast, polls are beginning to appear every week. Unfortunately, many of these polls are taken at face value. The reality is that at this point there is not a single pre-election poll that has demonstrated credibility. This does not ...McCain vs Obama: Caucasus preferences
Public Opinion on the Parliament in Georgia
World Public Opinion: Azerbaijan in Focus
EBRD Life in Transition Survey | worth analyzing!
Weak State Institutions | Weak Social Capital?
Freedom House Report | Democracy in the Caucasus
Caucasus Election Programs in the 1990s
Drugs Use Survey of Georgian Students, 2003
The Georgian Research Institute on Addictions (GRIA) in 2003 conducted a survey of about 700 students in Tbilisi's universities.Exit Polls | a good idea?
With upcoming elections in Georgia, the attention is back on a theme that otherwise often gets neglected: what does the Georgian electorate want?Schoolchildrens' Attitudes in Armenia: What Kind of Impact Has Civic Education Had?
Visa liberalization: How much do people in Georgia know about the conditions of visa-free travel to the EU?
CRRC’s previous blog posts have shown that the population of Georgia had rather moderate expectations of the recent visa liberalization with the Schengen zone countries, especially when it comes to the question of how much ordinary people will benefit from it. Europe Foundation’s latest survey on Knowledge of and Attitudes towards the European Union in Georgia, conducted in May 2017, provides a more nuanced understanding on how people in Georgia feel about this process and to what extent they are familiar with the conditions of visa liberalization.
Visa liberalization: How much do people in Georgia know about the conditions of visa-free travel to the EU?
CRRC’s previous blog posts have shown that the population of Georgia had rather moderate expectations of the recent visa liberalization with the Schengen zone countries, especially when it comes to the question of how much ordinary people will benefit from it. Europe Foundation’s latest survey on Knowledge of and Attitudes towards the European Union in Georgia, conducted in May 2017, provides a more nuanced understanding on how people in Georgia feel about this process and to what extent they are familiar with the conditions of visa liberalization.Survey incentives: When offering nothing is better than offering something
Why do people take the time to respond to surveys in Georgia? A telephone survey experiment CRRC-Georgia carried out in May 2017 suggests that small financial incentives may actually discourage people from participating in surveys. This finding suggests people may respond to surveys for intrinsic (e.g. because they are curious or want to help) rather than extrinsic reasons (e.g. doing something for the money).Who should own land in Georgia? How attitudes changed between 2015 and 2017
Georgian parliament recently adopted constitutional amendments. Among the many changes were those regulating the sale of agricultural land. According to the amendments, “Agricultural land, as a resource of special importance, can only be owned by the state, a self-governing entity, a citizen of Georgia, or a union of Georgian citizens.” While the constitution allows for exceptions, which should be regulated by a law yet to be written, it is expected that foreigners will not be allowed to buy agricultural land in Georgia as freely as Georgian citizens. This blog post looks at public opinion about foreigners owning land in Georgia.Perceptions of professionalism, corruption, and nepotism in local government
Professionalism, honesty, and fair competition are important in any institution. Yet, incidents involving corruption, nepotism and/or a lack of professionalism are sometimes reported in the Georgian media when the work of local government bodies is covered. How does the public perceive local government? This blog post describes data from the June 2017 CRRC/NDI survey, which show that a majority of people in Georgia thought that there were problems with nepotism and a lack of professionalism in local government. Moreover, roughly half of the population thought that their local government also faces a problem with corruption.ისტორიისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის აღქმა: MYPLACE-ის ახალი პუბლიკაცია
2011-2015 წლებში CRRC-საქართველო მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში "MYPLACE: მეხსიერება, ახალგაზრდობა, პოლიტიკური მემკვიდრეობა და სამოქალაქო ჩართულობა". თოთხმეტი ქვეყნის (იხ. რუკა) თექვსმეტი აკადემიური პარტნიორი იკვლევდა ევროპაში ახალგაზრდების ჩართულობისა თუ ნაკლები ჩართულობის ფორმებსა და მიზეზებს.ახალი წელი ორჯერ, თუნდაც თოვლის ბაბუის არ გჯეროდეს
დეკემბერი. ყინვა. საახალწლოდ მორთული ქუჩები. ახალი წელი. შამპანური. საცივი და გოზინაყი. საჩუქრები. თოვლის ბაბუა. 25 დეკემბერი. თუ 7 იანვარი? მერე კიდევ ერთი ახალი წელი, ოღონდ ძველი. მომდევნო წლისთვის დადებული პირობები და ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, აუცილებლად უნდა ახდეს.
2016 წლის 1-13 დეკემბერს CRRC-საქართველომ ჩაატარა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა. ალბათ, არავის გაგვიკვირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალი წლის შეხვედრის დამკვიდრებულ ტრადიციებს მიჰყვება. დიდი უმრავლესობა (73%) ახალი წლის შეხვედრას საკუთარ სახლში აპირებს, 9% კი - მეგობრის ან ნათესავის სახლში. ახალი წლის შეხვედრა ღია ცის ქვეშ, რესტორანში ან კაფეში ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი გეგმავს ამას. 15 პროცენტს კი დეკემბრის პირველ ნახევარში ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად შეხვდებოდა ახალ წელს.
2017 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ მონაცემები 1 თებერვლიდან საჯარო გახდება
1 თებერვალს 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე. „კავკასიის ბარომეტრი“ ყველაზე ხანგრძლივი გამოკითხვაა სამხრეთ კავკასიაში, მისი შედეგები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონში არსებული ტენდენციების შედარების საშუალებას იძლევა წლების განმავლობაში. „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი ტალღა 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა სომხეთსა და საქართველოში. შედეგების ნახვა ან მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე.გაჭირვებულ შინამეურნეობებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, მათ ვალი უფრო ხშირად აქვთ
CRRC-ის 2017 წლის კავკასიის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% აცხადებს, რომ პირადი ვალი აქვს. ზოგადად, ვალის ქონა თავისთავად ცუდი არ არის, რადგანაც მას შეუძლია, ბიძგი მისცეს ადამიანის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. თუმცა, კავკასიის ბარომეტრი 2017-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ვალს საბაზისო ხარჯების დასაფარად იღებს.პარტიული კუთვნილება და ტელეარხებისადმი ნდობა საქართველოში
მსოფლიოში მედიასაშუალებების პოლარიზაციის შედეგად ადამიანები ახალ ამბებს უფრო მეტად იმ წყაროებიდან ეცნობიან, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმიანება მათ იდეოლოგიურ შეხედულებებს. კონკრეტული იდეოლოგიის გამტარებელი მედიასაშუალების მოხმარება კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის შეხედულებებს, რაც აუდიტორიის მეტ პოლარიზაციას იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ მედიის მკვლევრები ამას ისეთი განსხვავებული კონტექსტის მქონე შემთხვევების მაგალითზე აღწერენ, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ლიბანი. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არც ქართული მედიისთვისაა უცხო. 2017 წლის დეკემბერში „CRRC-საქართველოს“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობაც შერჩევითად ენდობა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს შეესაბამება.მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ
2017 წლის დეკემბერში თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ერთ-ერთი მოკლული მოსწავლის მამა, ზაზა სარალიძე ჩაუდგა სათავეში.სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად CRRC-საქართველომ 2018 წლის 19-26 ივნისს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში და გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი 1005 მოქალაქე. მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია. ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.8 %-ის ტოლია.
საქონლის მოვლა-პატრონობა საქართველოს სოფლებში: გენდერული განსხვავებები
2017 წლის აგვისტოში CRRC-საქართველომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისთვის (FAO) ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სოფლებში მცხოვრები ოჯახების მიერ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ფლობას და საქონლის მოვლის პრაქტიკას. საქართველოში ოჯახებს ყველაზე ხშირად ძროხები და ხარები ჰყავთ. კვლევაში დასმული კითხვების გარკვეული ნაწილი ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის საქონლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საქმეების განაწილებას. სხვა შეკითხვები მიზნად ისახავდა, გაერკვია, არსებობს თუ არა გენდერული განსხვავებები საქონლისა და საქონლის პროდუქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.Which questions do people tend to respond “Don’t know” to?
On surveys, sometimes the questions asked are hard for some people to answer. As a result, the answer option “Don’t know” is a regular part of any survey dataset. But are some questions particularly likely to elicit these responses? This blog post uses un-weighted 2017 CRRC Caucasus Barometer (CB) survey data for Georgia to look at this question.მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის მიმართ
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება...Are there predictors of not knowing and refusing to answer on surveys in Georgia?
Are there variables that predict who is likely to report “Don’t know” or to refuse to answer survey questions more often in Georgia? This blog post looks at this question, using un-weighted Caucasus Barometer 2017 (CB) data for Georgia.მიუხედავად ფინანსური ხარჯისა, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2004 წელს ნაწილობრივ შეჩერებული ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური შემოწმება, ისევ განახლდა. თავდაპირველად, 2018 წელს დათვალიერება სავალდებულო სატვირთო ავტომობილებისთვის განახლდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული, ტექნიკური შემოწმება ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ტექნიკური დათვალიერების განახლების ვალდებულება აიღო. ამასთან, შემოწმების შემოღების კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - სადღეისოდ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი რჩება. 2018 წლის CRRC/NDI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების განახლებას მხარს უჭერს.საარჩევნო გარემო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არეალებში უარესდება
„CRRC საქართველოს“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო გარემო ყველაზე მეტად პრობლემატური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებშია და მდგომარეობა უფრო უარესდება.2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, განსაკუთრებით კი — მეორე ტურში დატრიალებული მოვლენები შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. პირველ და მეორე ტურებს შორის მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 600 ათასამდე მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა, რაც, ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ამომრჩეველთა მოსყიდვად უნდა ჩათვლილიყო...
საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ
2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ
2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.Who doesn’t want democracy for Georgia?
After the collapse of the Soviet Union, Georgia adopted western-style democratic institutions. They have never functioned in a fully democratic manner, fluctuating between more liberal and authoritarian tendencies. That is, Georgia is and has been a hybrid regime.But what do people want?
Pessimism about Georgia’s direction hides room for optimism
While a large number of Georgians think the country is going in the wrong direction, the fact that they are judging the country’s performance based on issues rather than political partisanship alone is a good sign.სომხეთსა და საქართველოში, კაცები თვლიან, რომ უფრო მეტ საოჯახო საქმეს აკეთებენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია
სომხეთსა და საქართველოში ტრადიციული გენდერული როლები დღესაც განსაზღვრავს ოჯახში შრომის განაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საოჯახო საქმეებზე კაცები სრულად არიან პასუხისმგებლები და ზოგიერთს მეტ-ნაკლებად თანაბრად იზიარებენ ოჯახის ქალ წევრებთან ერთად, ძირითადად, საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებელი მაინც ქალები არიან.ესმით თუ არა ქართველებს, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?
გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის ცნებები სულ უფრო ხშირად გამოიყენება საჯარო დისკურსში საქართველოში. 2010 წელს საქართველომ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. გენდერული თანასწორობა ხშირად პოპულარული სატელევიზიო გადაცემების განხილვის საგანია და სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს ამზადებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ქართველებს ხშირად არ ესმით, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა.რა მიმართულებით მიდის საქართველო? საქართველოს მოსახლეობის აღქმა
ბოლო ათი წელია, CRRC-საქართველოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები პოლიტიკური შეხედულებების შესახებ თვალს ადევნებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამისი პირდაპირი მიზეზი ვერ იქნებოდა, მზარდი აღქმა იმისა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, გარკვეულწილად გავლენას ახდენს იმ საპროტესტო ტალღაზე, რაც საქართველოში ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ხალხის აღქმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად არჩევნები და აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარის დევალვაცია იკვეთება. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის შეხედულება ქვეყნის მიმართულებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ
საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შედეგად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაუვადო დანიშვნის წესით შეიცვალა და პარლამენტის წინაშე მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო და 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ 20 კანდიდატის სია, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს დასამტკიცებლად. კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შერჩევის პროცესი ქართულმა მედიამ საკმაოდ ფართოდ გააშუქა.წამლები დესერტად? ოჯახის ყველაზე დიდი ყოველთვიური ხარჯები საქართველოში
საქართველოს მოსახლეობისთვის მთავარ სატკივრად კვლავ ეკონომიკა რჩება. სამომხმარებლო ფასის ინდექსის და დოლარის ლართან გაცვლის კურსის ზრდასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში შინამეურნეობების საშუალო ხარჯებიც გაიზარდა. ამასთანავე, უახლესი მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს აქვს რაიმე დანაზოგი. შინამეურნეობის საშუალო ხარჯების გაზრდასთან ერთად, საინტერესოა, რაში ხარჯავს ხალხი ფულს საქართველოში. CRRC-NDI-ის ბოლო, 2019 წლის ზაფხულის კვლევაში დაისვა კითხვები ოჯახის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში და ვინ უფრო მეტს ხარჯავს გარკვეული სახის პროდუქტებსა და მომსახურებაში.პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია
2019 წლის 23 თებერვალს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ფილმი „8 წელი სამართლის ძიებაში“. ფილმი შეეხებოდა „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობის დროს მოქალაქეებისგან შეძენილ მიწებში არასამართლიანი საფასურის გადახდას და ამ საკითხზე სასამართლო დავას. 2019 წლის 7-15 მარტს, CRRC საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, რათა გაერკვია, უყურა თუ არა საქართველოს მოსახლეობამ ფილმს და რა დამოკიდებულებები აქვთ ფილმში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა შეიცავდა კითხვებს, რომლებიც ზომავდა მოსახლეობის დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ. მიღებული შედეგების მიხედვით, მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ გაყოფილია...გამოკითხვის ექსპერიმენტი: საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ პროკურატურა არაობიექტურად ახორციელებს მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას
აქამდე გამოქვეყნებულ რამდენიმე ბლოგპოსტში („საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ“ და „პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია“) ჩანს, თუ რამდენადაა გაყოფილი მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოს პროკურატურის მიმართ. 2019 წლის მარტში ჩატარებულ სატელეფონო გამოკითხვაში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ფარგლებში განხორციელდა, CRRC-საქართველომ გამოკითხვის ექპერიმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, რა შემთხვევებში ენდობა ან არ ენდობა საქართველოს მოსახლეობა პროკურატურას.Georgia’s Foreign Policy Trilemma: Balance, Bandwagon, or Hedge? Part 1
Georgia is a small, partly free democracy in a tough neighbourhood, and NATO membership remains an unfulfilled promise. While Russia is widely perceived as the main threat to Georgia’s security, the appropriate strategic or political response to the threat is not obvious. What options does Georgia have when faced with a powerful rival on its border, and what public support is there for these options?Georgia’s Foreign Policy Trilemma: Balance, Bandwagon, or Hedge? Part 2
The first part of this blog post discussed evidence of an association between perceiving Russia as the main threat to Georgia and a preference for a foreign policy that balances against that threat through alliances with the West. The relationship between threat perception and hedging, defined as attempting to maintain good relations with both Russia and the West, is less clear.In a sea of pessimism, who is optimistic about Georgia?
The CRRC and NDI survey released two weeks ago showed a pessimistic picture – half the public thinks Georgia is going in the wrong direction, 24% that nothing is changing, and only 19% think it is going in the right direction. A majority (59%) think the country is not a democracy for the first time since the question was asked on the survey in 2010. Moreover, performance assessments of government, parliament, the courts, and most ministries declined.There is a gap between support for democracy and liberal values in Georgia
Public opinion polls suggest support for democracy is on the decline in Georgia, but does support for democracy correlate to support for liberal values?
An increasing number of Georgians view their country as ‘a democracy with major problems’, with CRRC’s Caucasus Barometer survey showing the share of people reporting this belief to have increased from 27% in 2011 to 48% in 2019.
In parallel to this growing scepticism towards the country’s democratic situation, surveys show a decline in the proportion of the population believing that democracy is preferable to any other kind of government, falling from 65% in 2011 to 49% in 2019.
Support for democracy increased in Georgia during COVID-19, but what does that mean?
The COVID-19 outbreak generated discussion about whether support for democracy would decline during and after the crisis. While reported support increased, this did not necessarily match support for democratic means of governance.
Data from the CRRC’s COVID-19 monitor shows that more people in Georgia reported support for democracy compared to the pre-crisis period. However, as before the crisis, support for democracy does not seem to be grounded in the values commonly associated with democratic governance.