უკან
პარასკევი | 03 ივლისი, 2015

განქორწინება რთული გასამართლებელია

UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. ამ მოსაზრებების ფონზე გაკვირვებას არ იწვევს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის შედეგებიც, სადაც ფოკუს ჯგუფების მონაწილე ქალები განქორწინებას ახასიათებდნენ როგორც „კატასტროფას“ და „ქვეყნის დასასრულს“ და საუბრობდნენ განქორწინების შემდეგ ოჯახში დაბრუნებული ქალის სირცხვილზე, ასევე მეზობლებისა და ნათესავების უარყოფით დამოკიდებულებაზე. ფოკუს ჯგუფის მდედრობითი სქესის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქალმა განქორწინებას თავი უნდა აარიდოს, თუ მის მიმართ ძალადობა აუტანელ მასშტაბებს არ მიაღწევს. ამ დამოკიდებულების საპირისპიროდ, საქართველოში 2006 წლიდან 2014 წლამდე განქორწინებათა ოფიციალური რიცხვი იზრდებოდა. ეს ბლოგ პოსტი განიხილავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას განქორწინების მიმართ CRRC-ის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ცვალებადი ღირებულებები ახალგაზრდებში, რომლებიც "ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“ და „ვეღარ იტანენ ქმრებისგან იმავეს, რასაც მათი ბებიები და დედები იტანდნენ თავის დროზე", წინამდებარე ბლოგ პოსტი ყურადღებას ახალგაზრდა ქართველების მოსაზრებებზეც ამახვილებს.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი განქორწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის 2011 წლიდან 2013 წლამდე. ეროვნული მასშტაბით ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავება მცირეა და ნდობის ინტერვალის ფარგლებში ექცევა ისევე, როგორც განსხვავება მამაკაცებისა და ქალების პოზიციებს შორის. თუმცა, განსხვავებული მდგომარეობაა დასახლების ტიპის მიხედვით განხილულ მონაცემებში - მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დედაქალაქისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის მოსაზრებებს შორის. დედაქალაქის მკვიდრნი განქორწინებისადმი გაცილებით უფრო მაღალ შემწყნარებლობას გამოხატავენ, ვიდრე სხვა ქალაქებისა თუ სოფლის ტიპის დასახლების მაცხვორებლები.


შენიშვნა: კითხვისათვის „რამდენად გამართლებულია ან არ არის გამართლებული განქორწინება?“ პასუხის ვარიანტები ამ და მომდევნო დიაგრამისთვის ათქულიანი შკალიდან დაჯგუფდა სამქულიანშკალად. 1-დან 4-მდე პასუხები შეესაბამება კატეგორიას - „არ არის გამართლებული“, 5 და 6 – „ზოგჯერ გამართლებულია“ ხოლო 7-დან 10-მდე - „გამართლებულია“.

ქვემოთ ნაჩვენებ დიაგრამაზე ასახულია სხვადასხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა მოსაზრებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითდედაქალაქის მაცხოვრებელთა მოსაზრებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში საგრძნობლად განსხვავდება სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისგან. ამასთან, ახალგაზრდა და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის აზრთა სხვაობა ძალიან გამოკვეთილია დედაქალაქში მაშინ, როცა განსხვავება უმნიშვნელოა სხვა დასახლებებში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ განქორწინებისადმი შემწყნარებლობა უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების საცხოვრებელ ადგილზე, ვიდრე მის ასაკზე. თუმცა, ფაქტია, რომ ასაკიც მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება რიგ შემთხვევებში.


საერთო ჯამში, განქორწინებისადმი შეუწყნარებლობა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს. დედაქალაქის მაცხოვრებლების შეხედულებები საგრძნობლად განსხვავდება სოფლისა და სხვა ქალაქების მოსახლეობის მოსაზრებებისგან, ყველაზე ტოლერანტულ ჯგუფად კი დედაქალაქის ახალგაზრდა თაობა გვევლინება. მიუხედავად წინა კვლევის შედეგებისა, სადაც ახალგაზრდები „ბრმად აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს“, ეს მტკიცება კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, მხოლოდ დედაქალაქში მართლდება, რადგანაც თბილისს გარეთ მცხოვრები მოსახლეობა განქორწინების მიმართ ძირითადად ნეგატიურად არის განწყობილი.

კავკასიის ბარომეტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

                                                                                                                                                                    მაია კომახიძე

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.
24.11.2015 | სამშაბათი

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.