უკან
სამშაბათი | 24 ნოემბერი, 2015

განათლებული მშობლები, განათლებული შვილები?

მრავალი მკვლევარი მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონეს დიდი გავლენა აქვს მათი შვილების განათლებაზე, ვინაიდან მშობლები მათთვის მაგალითის მიმცემები და პირველი მასწავლებლები არიან. Gratz-ის მიხედვით, უფრო მოსალოდნელია, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, თუ მათ მშობლებს განათლების მაღალი დონე აქვთ, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც განათლების დაბალი დონე აქვთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მშობლის განათლებას აქვს მეტი მნიშვნელობა, დედის თუ მამის. თუმცა, უფრო და უფრო მეტი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ორივე მშობელს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს შვილის განათლებაზე.

წინამდებარე ბლოგ პოსტი ეფუძნება საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ 2014 წლის აპრილ-მაისში სი-არ-არ-სი-საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებს. ამ კვლევის შედეგები მშობლებისა და შვილების განათლებას შორის კორელაციის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.

აღნიშნული გამოკითხვა სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მონაცემებს შემდეგზე:

  • რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის მამის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის დედის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური;
  • რესპონდენტის ცოდნის დონე რუსულ და ინგლისურ ენებში და
  • რესპონდენტის ცოდნის დონე კომპიუტერში (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა).

ამ ბლოგ პოსტისთვის ჩატარებული ანალიზის დროს მონაცემები არ შეწონილა.

როგორც უკვე არსებული კვლევებიდან იყო მოსალოდნელი, საქართველოში მოხალისეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ ძლიერი კორელაცია არსებობს ინდივიდის დედისა და მამის განათლების დონეებს შორის. ამასთანავე, კორელაცია მშობლის განათლების დონესა და შვილის განათლების დონეს შორის მხოლოდ საშუალო სიძლიერისაა. რესპონდენტის განათლების კორელაცია მამის განათლების დონესთან მცირედით უფრო მეტია, ვიდრე დედის განათლების დონესთან. თუმცა, შვილის განათლების დონის კორელაცია როგორც დედის, ასევე მამის განათლების დონესთან მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მეორე მშობლის განათლების დონეს ვაკონტროლებთ.

  რესპონდენტის განათლების დონე მამის განათლების დონე დედის განათლების დონე
ბივარიაციული კორელაციები (სპირმენის r)
მამის განათლების დონე 0.451 1.000  
დედის განათლების დონე 0.389 0.701 1.000
ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონე* 0.445    
ნაწილობრივი კორელაცია, მეორე მშობლის განათლების დონის გაკონტროლებით
მამის განათლების დონე 0.242    
დედის განათლების დონე 0.107    

შენიშვნა: ყველა შემთხვევაში p<0.01*განათლების დონე რიგის სკალაზეა გაზომილი და მისი მნიშვნელობა 1-დან 8-მდე იცვლება (1 – „დაწყებითი განათლების გარეშე”, 2 – „დაწყებითი განათლება”, 3 – „არასრული საშუალო განათლება”, 4 – „სრული საშუალო განათლება”, 5 – „საშუალო ტექნიკური/საშუალო სპეციალური განათლება”, 6 – „არასრული უმაღლესი განათლება”, 7 – „უმაღლესი განათლება”, 8 – „სამეცნიერო ხარისხი”). ორივე მშობლის გაერთიანებული განათლების დონის მისაღებად, დედის და მამის განათლების დონეები დაჯამდა (მაგალითად, თუ დედას საშუალო ტექნიკური განათლება ჰქონდა - კოდი 5, ხოლო მამას - სრული საშუალო - კოდი 4, ორივეს დონე შეიკრიბა და მივიღეთ კოდი 9 გაერთიანებულ განათლების დონეზე). გაერთიანებული ცვლადი 2-დან 16-მდე იცვლება და რაც უფრო მაღალია კოდი, მით უფრო მაღალია ორივე მშობლის განათლება და პირიქით.

წინამდებარე დიაგრამა აჩვენებს, რომ როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება, სტატისტიკურად უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ შვილსაც უმაღლესი განათლება ჰქონდეს, მათთან შედარებით, ვის მშობლებსაც უმაღლესი განათლება არ აქვთ. ამას ადასტურებს Kruskal-Wallis-ის ტესტი.

*რესპონდენტის მიერ მიღებული განათლების უმაღლესი დონის შესახებ გამოკითხვაში დასმული კითხვა გადაიკოდა. პასუხის ვარიანტები „დაწყებითი განათლების გარეშე”, „დაწყებითი განათლება”, „არასრული საშუალო განათლება” და „სრული საშუალო განათლება” გაერთიანდა პასუხში „საშუალო ან უფრო დაბალი განათლება”; პასუხის ვარიანტები „არასრული უმაღლესი განათლება”, „უმაღლესი განათლება” და სამეცნიერო ხარისხი” - პასუხში „უმაღლესი განათლება”.
**რესპონდენტის მშობლების მიერ მიღწეული განათლების უმაღლესი საფეხურის შესახებ საწყისი ცვლადები გადაიკოდა ერთ ცვლადად - „მშობლების განათლება”, რომელიც მოიცავს მშობლების განათლების დონის ყველა კომბინაციას: (1) ორივე მშობელს აქვს უმაღლესი განათლება; (2) ორივე მშობელს აქვს საშუალო ან უფრო დაბალი განათლება; (3) მამას აქვს უმაღლესი, ხოლო დედას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება; (4) დედას აქვს უმაღლესი, ხოლო მამას საშუალო ტექნიკური ან უფრო დაბალი განათლება.

რაც შეეხება ინდივიდის მიერ უცხო ენებისა და კომპიუტერის ცოდნას (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა), რესპონდენტები, რომელთა მშობლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ, ცოდნის უფრო მაღალ დონეზე მიუთითებენ, ვიდრე რესპონდენტები, რომელთა მშობლების განათლების დონე უფრო დაბალია. გასაკვირი არ არის, რომ კომპიუტერის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ორივე მშობელს უმაღლესი განათლება აქვს, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება. აღსანიშნავია, რომ როდესაც მხოლოდ ერთ მშობელს აქვს უმაღლესი განათლება, ინგლისური ენის ცოდნის დონე უფრო მაღალია, როდესაც ეს მშობელი დედაა და არა მამა. Mann-Whitney-ის ტესტი აჩვენებს, რომ ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

ამრიგად, მონაცემები ადასტურებს, რომ მშობლების განათლების დონეებს შორის კორელაცია ძლიერია, ხოლო რესპონდენტის განათლების დონის კორელაცია დედის და მამის განათლების დონესთან საშუალო სიძლიერისაა. მონაცემები მიუთითებს, რომ მშობლების განათლების დონე ყველაზე ძლიერად შვილის განათლებასთან მაშინაა დაკავშირებული, როდესაც მათ ერთად განვიხილავთ. რესპონდენტის განათლება უფრო მაღალია, როდესაც ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება მიუხედავად იმისა, დედაა ეს მშობელი თუ მამა. იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ენებისა (ინგლისური და რუსული) და კომპიუტერის (Microsoft Office-ის პროგრამები, თამაშების გარდა) ცოდნას განვიხილავთ. უმაღლესი განათლების მქონე დედის შვილები ინგლისურის უკეთ ცოდნაზე მიუთითებენ.

მშობლის განათლებასა და შვილის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გაეცანით ადრინდელ ბლოგ პოსტებს: A taxi driver’s tale, Part 1 და Part 2. ასევე, ეწვიეთ CRRC-ის ონლაინ ანალიზის ვებგვერდს.

01.07.2015 | ოთხშაბათი

ბედნიერების აღქმა და სოციალური კავშირების ძალა საქართველოში

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეხუთე პოსტი.

2002 წლის 
ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტების ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, ძლიერი სოციალური ქსელი ბედნიერების გარანტი თუ არა, აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. როგორც მეორე კვლევამ აჩვენა, ორივე - ძლიერი (ოჯახი და მეგობრები) და სუსტი (უბრალო ნაცნობები) სოციალური კავშირები ბედნიერების ხელშემწყობი ფაქტორებია.

03.07.2015 | პარასკევი

განქორწინება რთული გასამართლებელია

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მესამე პოსტი.

UNDP-ის 2013 წლის 
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია - ქალები უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად ხედავენ. 
25.06.2015 | ხუთშაბათი

საქართველოს ელექტრონული მთავრობა - ვისთვისაა ის განკუთვნილი?

შენიშვნა: ჩვენი ბლოგი აქვეყნებს CRRC-საქართველოს უმცროს მკვლევართა ნამუშევრებს.ეს არის სერიის მეორე პოსტი.

1990-იანი წლების ბოლოს ციფრული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმთან ერთად პირველი ელექტრონული მთავრობის კონცეფციის ჩამოყალიბება დაიწყო. მას შემდეგ ელექტრონული მთავრობა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. 2007 წელს ელექტრონული მთავრობა საქართველოშიც ამოქმედდა: შეიქმნა 
ელექტრონული მთავრობის განვითარების მხარდამჭერი სამთავრობო კომისია, 2010 წელს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჩამოყალიბდა  მონაცემთა გაცვლის სააგენტო (მგა).
21.04.2016 | ხუთშაბათი

The Population of Georgia on "good citizenship"

Although many people agree that being “a good citizen” is important, there is a great variety of ideas on what being “a good citizen” means. CRRC’s 2013 and 2015 Caucasus Barometer (CB) surveys asked respondents to rate the importance of the following seven qualities for being “a good citizen”: always obeying laws, supporting the government on every occasion, voting in elections, following traditions, volunteering, helping people who are worse off than themselves, and being critical towards the government. This blog post discusses Georgia’s population’s assessments of these qualities.
13.06.2016 | ორშაბათი

სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ცვლილება საქართველოში

მოსახლეობის ნდობის დონეს მთავრობისა და სხვა ინსტიტუტების მიმართ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორების გავლენით დროთა განმავლობაში ნდობა შეიძლება, შეიცვალოს. CRRC-საქართველოს მიერ 2011-2015 წლებში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის და NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით ამ ბლოგში აღწერილია ბოლო წლებში ნდობის დონის ცვლილება პრეზიდენტის, ადგილობრივი მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ჯარის, ჯანდაცვის სისტემის, პოლიციის, განათლების სისტემისა და სასამრთლოს მიმართ.
15.09.2014 | ორშაბათი

ფატალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება საქართველოში

ჩვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ“ - ამ ფრაზით რაჰმატო და კიდანუ აღწერენ იმ ადამიანთა განწყობას, ვინც ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ, რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ დღიდან დღემდე არსებობ და არ გაქვს მომავლის იმედი. საკუთარი თავის ასეთ უმწეო მდგომარეობაში წარმოდგენა მომავალთან მიმართებაში ფატალიზმის სახელითაა ცნობილი. მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, ფატალიზმი [ლათ. fatalis - საბედისწერო] ბედისწერის არსებობის, წინასწარ განსაზღვრული ბედის გარდუვალობის რწმენაა.
13.10.2014 | ორშაბათი

აქტიური და დასაქმებული

ნიშნავს კი მეტი თავისუფალი დრო იმას, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია? CRRC-ის 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი არც ისეთი მარტივია. უმუშევრობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს განკარგულებაში უფრო მეტი დროა. თუმცა, ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ დასაქმებულებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობა და რესურსები გაქვთ სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩასართავად. ეს ბლოგი განიხილავს აქტივობებს, რომლებშიც ადამიანები ერთვებიან და აღწერს განსხვავებებს მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არ აქვს სამსახური.