უკან
პარასკევი | 15 მაისი, 2015

ჰომოფობია საქართველოში: ნაწილი 3

ეს არის მესამე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი და მეორე ბლოგები.

ბევრი კვლევა ადასტურებს რელიგიურობის კავშირს ჰომოსექსუალების უფლებების ნაკლებ მხარდაჭერასთან (Johnson, Brems, & Alford-Keating, 1997Adamczyk, A., & Pitt, C., 2009Merino, S. M., 2013). ერთის მხრივ ამ ლიტერატურას, და მეორეს მხრივ სასულიერო პირების აქტიურ მონაწილეობას 2013 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებში, მივყავართ კითვასთან: არის თუ არა ჰომოფობია და რელიგიურობა კავშირში ერთმანეთთან?

CRRC- საქართველოს 2013 წლის 17 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ გამოკითხვაში, გამოყენებულია რელიგიურობის საზომი შემდეგი კითხვა: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ხშირადესწრებით რელიგიურ მსახურებებს, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულ რელიგიურ დღესასწაულებსდა ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ჯვრისწერა ან გასვენება?“ ჰოპოთეზა მდგომარეობდა იმაში, რომ მას, ვინც რეგულარულად ესწრება რელიგიურ მსახურებებს და ისმენს ქადაგებას, ექნება უფრო ძლიერი ჰომოფობიური დამოკიდებულებები, ვიდრე მათ, ვინც ხშირად არ დადის ეკლესიაში. თუმცა, კვლევის შედეგები არ ადასტურებს ამ ჰიპოთეზას. როგორც დიაგრამა აჩვენებს, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი იშვიათად ან არასდროს ესწრება რელიგიურ მსახურებას.



ჰომოფობია გაზომილია კითხვით იმის, შესახებ თუ ვის არ ისურვებდნენ მზობლად ყველაზე მეტად თბილისელები. T-ტესტმა (t (n=526) =.669, p = 504) და კორელაციამ (Kendall’s τ (214) = -.09) არ დაადასტურა, რომ რელიგიურ მსახურებაზე დასწრების სიხშირე და ჰომოფობია სანდო სტატისტიკურ კავშირშია ერთმანეთთან.

შესაძლოა ამ შედეგმა გააკვირვოს მკითხველი, თუმცა ის ინტერპრეტირებული უნდა იქნეს საქართველოში რელიგიურობის ბუნების გათვალისწინებით. 2013 წლის კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას მიაკუთვნებს (მხოლოდ 10% ამბობს რომ მუსლიმია). ნდობა რელიგიური ინსტიტუტების მიმართ და რელიგიის აღქმული მნიშნელობა ადამიანების ცხოვრებაში საქართველოში საკმაოდ მაღალია: მოსახლეობის 72% სრულად ენდობა იმ რელიგიურ ინსტიტუტს, რომელსაც მიეკუთვნება და 93% ფიქრობს, რომ რელიგია ძალიან ან საკმაოდ მნიშვნელოვანია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამავდროულად, და ზემოთაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, რელიგიურ მსახურებებზე დასწრება, ისევე როგორც მარხვა და ლოცვა ნაკლებად ხშირია. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, სტატისტიკური კავშირის არარსებობა რელიგიურობას და ჰომოფობიას შორის ნაკლებად გასაკვირია.

ასევე, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ რელიგიურ მსახურებაზე დასწრებას ადამიანი რელიგიური პრინციპების უკეთ გაგებამდე და ინტერნალიზაციამდე მიყავს, ეს შედეგები ასევე ნაკლებად გასაკვირი მოგვეჩვენება. ბოლოს და ბოლოს, ბიბლიაში ხომ უფრო მეტი სიყვარულზე და ტოლერანტობაზე წერია ვიდრე ზიზღზე და სხვათა განკითხვაზე.

შეუსაბამობა ეკლესიის მიმართ მაღალ ნდობას, რელიგიის აღქმულ მნიშვნელობას და რელიგიურ მსახურებებზე დასწრების სიხშირეს შორის, საქართველოში რელიგიურობის კომპლექსურობას უსვამს ხაზს. 17 მაისის შესახებ გამოკითხვაში, CRRC- საქართველომ ხალხს რელიგიურობის მხოლოთ ერთი განზომილების შესახებ ჰკითხა. რელიგიურ მსახურებაზე დასწრება შესაძლოა არაა საუკეთესო ინდიკატორი რელიგიურობის გასაზომად საქართველოში. უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი კითხვა ძნელად თუ გაზომავს ისეთ ფენომენს, როგორიც რელიგიურობაა. მოცემულ გამოკითხვაში რელიგიურობის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობა საშუალებას მოგვცემდა უფრო სრულყოფილი ანალიზი ჩაგვეტარებინა რელიგიურობას და ჰომოფობიას შორის კავშირის საკვლევად და შესაძლოა შეეცვალა კიდეც ის სურათი, რაც მოცემულ ბლოგში აღვწერეთ. მიგვაჩნია, რომ მომავალი კვლევები ამ საკითხის უკეთ შესწავლად უნდა დაეთმოს.

შემდეგი ბლოგი განიხილავს ჰომოფობიას, განათლების დონეს და ლიბერალურ ღირებულებებს შორის არსებულ კავშირებს თბილისის მოსახლეობის მაგალითზე.


14.05.2015 | ხუთშაბათი

ჰომოფობიის კვლევა საქართველოში: ნაწილი 2

ეს არის მეორე ბლოგი ჰომოფობიის თემაზე სერიიდან. პირველი ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვის აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური დამოკიდებულებები თბილისში - ქალებს თუ კაცებს? ეს ბლოგი იკვლევს ქალებს და კაცებს შორის არსებულ სხვაობებს ჰომოფობიურ დამოკიდებულებებში CRRC-საქართველოს 2013 წლის 17 მაისის გამოკითხვაზე დაყრდნობით.