უკან
სამშაბათი | 03 ივლისი. 2012
კრიტიკული მომენტები, ინსტიტუციური განვითარება და რეჟიმის გადარჩენა სომხეთსა და საქართველოში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგგარეშე სესიას. 
პროფესორი კრისტოფ სტეფესი, კოლორადოს უნივერსიტეტი დენვერი / ბერლინის სოციალური კვლევების მეცნიერებათა ცენტრს  (WZB).

„კრიტიკული მომენტები, ინსტიტუციური განვითარება და რეჟიმის გადარჩენა სომხეთსა და საქართველოში“.
სამშაბათი,  2012 წლის 3 ივლისი,  19:00 სთეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, საკოფერენციო დარბაზი
კრისტოფ სტეფესი სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ტიუბინგენში/გერმანია, გრონინგენში/ჰოლანდია და იოსებ კორბელის სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლაში,  დენვერის უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კვლევებში 1997 წელს და შემდგომ დოქტორის ხარისხი  2002 წელს.  1999 წელს მან მუშაობა დაიწყო  კოლორადო დენვერის უნივერსიტეტში შტატგარეშე ლექტორად. 2002 წელს ის გახდა კოლორადოს დენვერის უნივერსიტეტის  პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ევროპისა და პოსტ-საბჭოთა შედარებითი კვლევების ასისტენტ-პროფესორი. 2009 წელს ის დააწინაურეს ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. თავის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში, პროფესორი სტეფესი ყურადღებას ამახვილებს ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ მოვლენათა განვითარებაზე. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, წიგნის თავი, და სტატიები სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ პერიოდზე, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უთმობს.  გარდა ამისა, ის დენვერის უნივერსიტეტში თანამშრომლობდა პროფესორ ფრანკ ლეირდთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკის პროექტის ფარგლებში. ამ პროექტმა დაფინანსება ეროვნულ სამეცნიერო ფონდიდან მიიღო. მან და მისმა კოლეგებმა კვლევის შედეგები და მიგნებები წარადგინეს სხვადასხვა კონფერენციასა და ჟურნალებში. 
თავის აკადემიური შვებულების ფარგლებში ის შეუერთდა კვლევით ჯგუფს ბერლინის სოციალური კვლევების მეცნიერებათა ცენტრს (Wissenschaftszentrum Berlin für Sozialforschung). ისინი იკვლევდნენ ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურობის პირობებს. ეს პროექტი ფინანსდება გერმანიის სამეცნიერო ფონდის მიერ. ამჟამად, კრისტოფი მოღვაწეობს ბერლინის ეკოლოგიის ინსტიტუტში როგორც უფროსი მეცნიერ მუშაკი და მუშაობს სოციეტალური კონფლიქტების ანალიზზე, რომლებიც გამოწვეულია კლიმატური ცვლილებებით. 
---
„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. ) „მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org