უკან
ორშაბათი | 09 ოქტომბერი. 2017
WiP: სპორტი და იდეოლოგია ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, აზიადა-2017 აშხაბადში | 11 ოქტომბერს, 18:30-ზე CRRC-საქართველოს ოფისში

სპორტი ავტორიტარული რეჟიმებისთვის საკუთარი თავის წარმოდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. სანახაობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მირ ფარგლებს გარეთ. თურქმენეთი ამ ფენომენის კარგი მაგალითია. თურქმენეთის შედარებით ძლიერმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ახლახან მოაწყო აზიის საბრძოლო ხელოვნების ტურნირი აშხაბადში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ნაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე აზიის ოლიმპიური მოძრაობა, ოფიციალურმა აშხაბადმა ის წარმოადგინა, როგორც 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა. პიარ კამპანია მოიცავდა თურქმენეთში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და პრეზიდენტის ზრუნვას სპორტსა და ათლეტურ სისტემაზე ქვეყანაში ისევე, როგორც წარმოსადეგი ოლიმპიური ქალაქისა და აეროპორტის მშენებლობას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის. მედლის მეორე მხარესაა ის უარყოფითი შედეგები, რაც აშხაბადისა და სხვა რეგიონების ბევრი მცხოვრების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. თავად ეს ღონისძიება თურქმენეთის რეჟიმის იდეოლოგიური წარდგენის აპოგეაა.

სლავომირ ჰორაკი ასისტენტ პროფესორია პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეობის ფაკულტეტზე ქვეყანათმცოდნეობის ინსტიტუტში, სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებაში. მისი კვლევისა და სწავლების გამოცდილება მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს ყოფილს საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებული ყურადღებით ცენტრალურ აზიაზე. იგი ბევრს წერს თურქმენეთის საშინაო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით არაფორმალურ პოლიტიკაზე, და სახელმწიფოსა და ერის მშენებლობაზე. მის ბიბლიოგრაფიაში წარმოდგენილია რამდენიმე წიგნი ცენტრალური აზიისა და ავღანეთის შიდა განვითარებაზე, ასევე ბევრი სტატია, რომელიც დაბეჭდილია ჩეხურ, რუსულ და ინგლისურ სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებში.