უკან
ორშაბათი | 02 თებერვალი. 2015
მიმდინარე პროექტები: საცხოვრისის უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში თბილისის და ერევნის მაგალითზე, 4 თებერვალი - დავით სიჭინავა

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2015 წლის გაზაფხულის სეზონის მესამე სესიას!

დავით სიჭინავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CRRC-საქართველო
საცხოვრისის უთანასწორობა სამხრეთ კავკასიაში თბილისის და ერევნის მაგალითზე

ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2015, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

ერევანმა და თბილისმა გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას თვალსაჩინო ეკონომიკური და სოციოკულტურული ცვლილება განიცადეს. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ფონდის პრივატიზაცია და სამშენებლო საქმიანობის კერძო სექტორის ხელში გადასვლა გახლდათ. სოციალისტურ ქალაქებში არსებული საცხოვრებელი სეგრეგაცია საკმაოდ კარგადაა დოკუმენტირებული. მიუხედავად ყოვლისმომცველი ცვლილებებისა, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე უთანასწორობა საცხოვრებლის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, სიტუაცია იცვლება და უთანაბრობა სულ უფრო მზარდ ხასიათს იძენს. წინამდებარე პრეზენტაცია ცდილობს, ფარდა ახადოს იმ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც თანამედროვე ერევანსა და თბილისში საცხოვრისის თვალსაზრისით უთანაბრობაზე მოქმედებენ. იგი მიმოიხილავს 21-ე საუკუნის პირველ ორ დეკადაში მიმდინარე პროცესების დინამიკას და ამოწმებს, თუ როგორ შეიცვალა სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიული და ეკონომიკური ცვლადების ეფექტი. ანალიზი ეფუძნება სომხეთსა და საქართველოში ჩატარებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის მონაცემთა ბაზებს, ასევე სომხეთის 2001 და 2011 წლების მოსახლეობის აღწერის 10%-იანი შერჩევის მონაცემებს.
აღნიშნული პრეზენტაცია გახლავთ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის „საქართველოს და სომხეთის სადედაქალაქო მეტროპოლისების საცხოვრისის ლანდშაფტის სოციალური შინაარსი -ინსტიტუციები, დაინტერესებული მხარეები და პოლიტიკა“ ნაწილი, რომელსაც კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) აფინანსებს და ერთობლივად ხორციელდება თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ.

დავით სიჭინავა გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის დოქტორანტი და ასევე მუშაობს სი-არ-არ-სი-საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საარჩევნო ქცევის გეოგრაფიულ ასპექტების კვლევას, ქალაქის გეოგრაფიას და საქართველოში იძულებით გადაადგილებას.


***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.