უკან
ოთხშაბათი | 14 ნოემბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: პროკლეს „თეოლოგიის ელემენტების“ იოანე პეტრიწისეული თარგმანი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-9 სესიას!
ლევან გიგინეიშვილი,  პროკლეს „თეოლოგიის ელემენტების“ იოანე პეტრიწისეული თარგმანი 
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
12-ე საუკუნეში იოანე პეტრიწმა თარგმნა პროკლეს „თეოლოგიის ელემენტები“, რაც ნიშნავს, რომ იოანე პეტრიწი ნეოპლატონური ფილოსოფიის ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომის პირველი მთარგმნელია. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც პროკლეს აღნიშნული ტრაქტატი 13-ე საუკუნის ბოლოთი თარიღდება, პეტრიწის თარგმანი გვაძლევს წვდომას უძველეს ბერძნულ ხელნაწერებზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე სანდო ნაწერების შესაქმნელად. თუმცა, ამას მაინც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან პეტრიწის თარგმანი ავლენს რამდენიმე მნიშვნელოვან თავისებურებებს, რომელთაგან ზოგიერთი მისი ფილოსოფიური, ხოლო ზოგიერთი - რელიგიური წარსულიდან აღმოცენდა. პრეზენტაციის განმავლობაში ლევან გიგინეიშვილი განიხილავს პეტრიწის თარგმანის მნიშვნელოვნებას და მის თავისებურ მახასიათებლებს. ლევან გიგინეიშვილი წარმოადგენს ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის შუასაუკუნეების კვლევების დოქტორანტს. გარდა ამისა, მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლა. მისი სადოქტორო დისერტაცია „იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია“, რომელიც შემდგომში მონოგრაფიად გარდაიქმნა  (გამოიცა 2007 წელს Gorgias Press-ის მიერ) წარმოადგენს პირველ ნაშრომს, რომელიც პეტრიწის ფილოსოფიას სრულყოფილად წარუდგენს ინგლისურენოვან აუდიტორიას. ლევანი მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ნეოპლატონურ კვლევებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეა. ამჟამად ის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის  ფილოსოფიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის პედაგოგია.  
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.