უკან
სამშაბათი | 07 ოქტომბერი. 2014
მიმდინარე პროექტები: დამოკიდებულება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საქართველოში, 8 ოქტომბერი - კობა თურმანიძე

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის შემოდგომის სეზონის მეოთხე სესიას!

კობა თურმანიძე, CRRC საქართველო
'დამოკიდებულება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საქართველოში'

ოთხშაბათი, 8 ოქტომბერი, 2014, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

2011 და 2012 წლებში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში CRRC საქართველომ ჩაატარა კვლევა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ფართო საზოგადოების, იურისტებისა და ბიზნეს ლიდერების დამოკიდებულების შესაფასებლად. მას შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა. 2012 წლის ოქტომბერში ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელმაც მანამდე პოლიტიკურად დამოკიდებული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების პირობა დადო. სასჯელაღსრულების სისტემაში წამების შემთხვევები, ელიტური კორუფციის და პოლიციის მხრიდან უკანონო თვალთვალის ფაქტები გამოვლინდა მას შემდეგ, რაც საწყისი ანგარიშები უკვე შედგენილი იყო.

2011 წლის მონაცემები აჩვენებდა, რომ ქართული საზოგადოება არ ენდობოდა მართლმსაჯულების სისტემას. 2014 წლის კვლევის მიზანია 2011 და 2012 წლების ანგარიშების მონაცემების შედარება 2014 წელს ჩატარებულ კვლევასთან. ისევე როგორც 2011 და 2012 წელს, მართლმსაჯულების მიმართ ფართო საზოგადოების დამოკიდებულებასთან ერთად (მათ შორის მათ დამოკიდებულებასთან, ვისაც სასამართლოსთან შეხება ჰქონია) სესიაზე გაანალიზებული იქნება იურისტების მოსაზრებები სამართლებრივი ინსტიტუტების შესახებ და ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებები სამეწარმეო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

2011 წლის შემდეგ მოსახლეობა გარკვეულ გაუმჯობესებას ხედავს მართლმსაჯულების სისტემაში. ეს გაუმჯობესება ნაწილობრივ ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება.თუმცა, ნდობის მაჩვენებელი სასამართლოების, მოსამართლეების და პროკურორების მიმართ ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. კობა თურმანიძე ისაუბრებს 2014 წლის კვლევის შედეგებზე და ისაუბრებს თუ რა შეიცვალა 2011-2012 წლების შემდეგ.

კობა თურმანიძე CRRC-საქართველოში მუშაობს 2007 წლიდან. მას აქვს საჯარო მართვის მაგისტრის ხარისხი ამერიკული უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი, უგრეთი), ასევე დიპლომი ისტორიულ მეცნიერებებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად კობა არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი შედარებით პოლიტიკაში.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.