უკან
სამშაბათი | 30 ოქტომბერი. 2012
ქართული საზოგადოების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-7 სესიას!
როჯერ რიტვო: „ქართული საზოგადოების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ“

ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი, 2012,  6:15 საათიეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
პროფესორი როჯერ რიტვო მუშაობს ხუთ სტუდენთტან ერთად და აგროვებს მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. საქართველოში ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება თავისი სტრუქტურებით, კანონმდებლობით და მისწრაფებებით. იმის გამო, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი გადამწყვეტია, განსაკუთრებით მნიშვნელობანია მათ მიმართ საზოგადოების განწყობის შესწავლა. მონაცემების შეგროვება ხდება ინტერნეტის მეშვეობით (surveymonkey. com). ამ დროისთვის 250 რესპონდენტისგან არის გამოპასუხება, თუმცა, საბოლოოდ მკვლევარები 1000 ამდე გამოპასუხებას ელიან. როჯერ რიტვო ‘მიმდინარე პროექტების სერიის’ ფარგლებში წარმოადგენს ამ კვლევის წინასწარ შედეგაბს და ტენდენციებს. თქვენც შეგიძლიათ ამ კვლევის მონაწილე გახდეთ და შეავსოთ კითხვარი შემდეგ მისამართზე:www.surveymonkey.com/s/RLTPG6J. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ამ კვლევაში თქვენი მეგობრები და ახლობლები.
მკვლევარის შესახებ: 
როჯერ რიტვო არის გამორჩეული მკვლევარი და პროფესორი ალაბამას შტატში Auburn Montgomery-ის უნივერსიტეტში. იგი არის ფულბრაიტის სტიპენდიატი და ასწავლის კურსს ორგანიზაციული ქცევისა და ლიდერობის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის განმავლობაში. 
********
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონში კვლევითი და აკადემიური პროექტების განხილვა და მხარდაჭერა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: nana@crrccenters.org