უკან
პარასკევი | 08 აპრილი. 2016
NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
თბილისი – ორშაბათს, 11 აპრილს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, მ. კოსტავას 14.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

შენიშვნა: პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია საშუალებები არიან მოწვეული.

საკონტაქტო პირი:
პროგრამის ოფიცერი
დიანა ჩაჩუა
+995 577 77 96 39
dchachua@ndi.org

-დასასრული-

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელიშეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.ndi.org