უკან
სამშაბათი | 24 იანვარი. 2017
NDI and CRRC-Georgia Organise an International Conference on Polling

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოში (CRRC-Georgia), 2017 წლის 23 იანვარს, გამართეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია მოსახლეობის აზრის კვლევასა და მის როლზე დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის პროცესში. კონფერენციაზე, სახელწოდებით“ტენდენციები რიცხვებს მიღმა: ხიდი პოლიტიკასა და ხალხის საჭიროებებს შორის”.

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ:

  • ჯონ მაკტერნანი - ფართოდ აღიარებული პოლიტიკური სტრატეგიების მკვლევარი, მწერალი და მიმომხილველი;
  • ანა მარია არუმი - ახალი ამბებისა და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი, საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი, არჩევნების, ახალი ამბების, საზოგადოებრივი საკითხებისა და კომუნიკაციების კვლევითი პროგრამების რეპორტიორი და ანალიტიკოსი;

  • იაგო კაჭკაჭიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;

  • ბექა ნაცვლიშვილი - ქართული ოცნების წარმომადგენელი;

  • ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი;

  • თორნიკე შარაშენიძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;

  • მაიკლ რობინსი -  არაბული ბარომეტრის დირექტორი და სტატიების ავტორი ვაშინგტონ პოსტის Monkey Cage-ისთვის, ასევე Foreign Policy-ის, The Conversation და სხვა პუბლიკაციებისთვის;

  • მერი ო’ჰაგანი - ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკრაინის დირექტორი;

  • აარონ ერლიხი - მაკგილის უნივერსიტეტის, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების ასისტენტ პროფესორი;

  • ნინო რობაქიძე - ჟურნალისტი, რედაქტორი, პროდიუსერი და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს პროგრამის მენეჯერი;

  • ჰანს გუთბროდი - Transparify-ის ხელმძღვანელი;

  • დევიდ მერმინი - საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი, პოლიტიკური კონსულტანტი და პარტნიორი Lake Research Partners-ში;

 

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შვედეთის ელჩმა მარტინა ქუიქმა და ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაქენზი სმიტმა კონფერენციის გახსნაზე ხაზი გაუსვეს მოსახლეობის აზრის გამოკითხვის მნიშვნელობას დემოკრატიებში. კონფერენცია შედგებოდა გახსნის ცერემონიისა და სამი თემატური პანელისგან: მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და არჩევნები; მოსახლეობის აზრის გამოკითხვის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში და მოსახლეობის აზრის გამოკითხვის მომავალი: გამოწვევები და რეკომენდაციები. ყოველი თემატური პანელის შემდეგ მოდერატორი უძღვებოდა დისკუსიას.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან წელიწადში ორ-სამჯერ CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ  საზოგადოებრივი აზრის კვლევებს აფინანსებდა SIDA, 2017 წლის შემდეგ კი კვლევებს დააფინანსებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.  

საზოგადოებრივი აზრის კვლევები მნიშვნელოვანია პოლიტიკის დამგეგმავთა და მოქალაქეთა შორის ინფორმაციული ასიმეტრიულობის შემცირებისთვის. თუმცა, პოლიტიკურ სპექტრში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კვლევების მიმართ პოლარიზებამ და დაპირისპირებამ ეჭვქვეშ დააყენა საზოგადოებრივი აზრის კვლევები საქართველოში.

ამ გამოწვევებთან ერთად, კონფერენცია შეეცადა შეესწავლა თანამშრომლობის შესაძლებლობები საზოგადოებრივი აზრის მკვლევარებს, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს და აკადემიურ სამყაროს შორის საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ტენდენციების უკეთესად გასაგებად და პროგნოზირებისთვის. მონაწილეებმა განიხილეს ხარისხის ამაღლების და საზოგადოებრივი კვლევისადმი ნდობის გაზრდის გზები და შეეხნენ მონაცემების სტრატეგიული გამოყენების ასპექტებს პოლიტიკის დაგეგმვაში.