უკან
ორშაბათი | 05 ნოემბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: პოლიტიკური დისკურსები და საარჩევნო ქცევა საქართველოში
ავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-8 სესიას!
გიორგი ბაბუნაშვილი (ინგლისურ ენაზე)
პოლიტიკური დისკურსები და საარჩევნო ქცევა საქართველოში
ოთხშაბათი, 7ნოემბერი 2012,  6:15 საათიეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
პოსტსაბჭოთა საქართველოში მრავალპარტიული სისტემის 20 წლიანი განვითარების მიუხედავად ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა კვლავაც შორსაა კონსოლიდაციისგან. ერთი-ერთი ძირითადი განსხვავება კონსოლიდირებული დასავლური პარტიული სისტემებისგან მდგომარეობს იმ გზაში, რითაც პარტიები აყალიბებენ საკუთარ პოზიციებს პოლიტიკური დღის წესრიგსა და იდეებთან მიმართებაში. იმ დროს, როდესაც კონსოლიდირებულ პარტიულ სისტემებში თითოეული მხარე ცდილობს ამომრჩეველთა გარკვეული სეგმენტის მხარდაჭერის მოპოვებას, პოსტ-ავტორიტარულ პარტიულ სისტემებს ახასიათებთ ტენდენცია წარმოშვან catch-all ტიპის პარტიები, რომლებიც ორიენტირებული არიან სხვადასხვა იდეოლოგიებისა და პოლიტიკურ პოზიციების შერევაზე.
კვლევა სწავლობს თუ როგორ ხდება ამომრჩეველთა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერის ფორმირება და რა განსხვავებები და მსგავსებები არსებობს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორების მიმართ დამოკიდებულებებს შორის. გამოიყენება ფაქტორული ანალიზის მეთოდი იმ  ფაქტორული ცვლადების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც განსაზღვრავენ საარჩევნო ქცევას და ნდობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. კვლევა იყენებს საქართველოში არსებული პოლიტიკური განწყობების შესახებ ბოლო კვლევის შედეგებს.
მკვლევარის შესახებ: გიორგი ბაბუნაშვილმა 2008 წლიდან იგი არის CRRC-ის თანამშრომელი. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთოვბების განხრით. გიორგის კვლევის ინტერესებში შედის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში.
********
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონში კვლევითი და აკადემიური პროექტების განხილვა და მხარდაჭერა. გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org