უკან
შაბათი | 14 აპრილი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის პოსტკოლონიალური კონტექსტი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მეექვსე სერიას!  
ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
„მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის პოსტკოლონიალური კონტექსტი“.თარიღი: ოთხშაბათი, 11 აპრილი, 2012 წელიდრო: 6:15სთ - 7:30სთადგილი: ზანდუკელის ქ. 16 ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზი
გასული ორი საუკუნის განმავლობაში შექმნილი ქართული ლიტერატურა შეგვიძლია განვიხილოთ პოსტკოლონიალური თეორიული მიდგომით  და მასში დავინახოთ ანტიკოლონიალური კულტურული რეალობა.  საქართველომ საერთო ჯამში ორი საუკუნე დაჰყო რუსეთის იმპერიასა და  საბჭოთა კავშირში, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ამ პერიოდის კულტურული და სოციალური განვითარება ხასიათდება საქართველოს კოლონიალური დამოკიდებულებით რუსეთზე. მკაცრი საბჭოური იდეოლოგიური კონტროლის დროსაც კი, ქართველი მწერლები ახერხებდნენ არტისტული და ალეგორიული ფორმების გამოყენებით ნაციონალური ღირებულებების შენარჩუნებას. პოემები და მოთხრობები, რომელიც შეიცავდა ნაციონალური ღირებულებების გამომხატველ ელემენტებს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაშინდელ საზოგადოებაში და გავლენას ახდენდა საჯარო სვლებსა და მიმართულებებზე. ამ მიმართულებით იკვეთება ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც ღაღადებს სამშობლოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ 90-იან წლებამდე, საბჭოთა კავშირის დაშლის პერსპექტივა საკმაოდ არარეალური და რომანტიზირებული ჩანდა. სწორედ ქართულმა ნაციონალურმა თხრობის კულტურამ გაგვაცნო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა, თუმცა მან ვერ შეძლო ქართული საზოგადოების მომზადება ახალი რეალობისთვის. სწორედ კოლონიალური პერიოდისთვის დამახასიათებელმა დაფარულმა კულტურულ-სოციალურმა მიდგომამ გამოიწვია ღია საზოგადოებრივი დაპირისპირება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 
**********
ბელა წიფურია შედარებითი ლიტერატურის პროფესორი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსტეტში არსებული შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორია. მან თბილისის სახელმწიფო უნივესტეტის დოქტორის ხარისხი მოიპოვა, სადაც იგი მუშაობდა პროფესორად. 2004-2008 წლებში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ. აგრეთვე, იგი იყო შვედეთში არსებული ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის JFDP მკვლევარი და კრაკოვის, პოლონეთის Thesaurus Poloniae მკვლევარი. ბელას სპეციალიზაცია არის მეოცე საუკუნის ქართული და შედარებითი ლიტერატურა, ინტერკულტურალიზმის, მოდერნიზმის, ავანტგარდული მოძრაობების, იდეოლოგიურ გავლენასა და პოსტკოლონიალიზმზე ფოკუსირებით. მას დაწერილი აქვს ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რომელიც გამოიყენება ქართულ სკოლებში. იგი ავტორია ორმოცდაათამდე კვლევითი ნაშრომის, რომელთაგან რამდენიმე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც. 
**********
„მიმდინარე პროექტების სერია“ (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16. ) „მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS. „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org