უკან
ოთხშაბათი | 14 მარტი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: დემოკრატიის თამაში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2012 წლის გაზაფხულის მიმდინარე პროექტების რიგით მეშვიდე სერიას!
მარკ რაინ-ჰეგენი

დემოკრატიის თამაში: თამაშის შექმნა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობს სისტემა სინამდვილეში
თარიღი: ოთხშაბათი, 14 მარტი, 2012 წელიდრო: 6:15სთ ადგილი: ზანდუკელის ქ. 16, ISET-ის შენობა, საკონფერენციო დარბაზითბილისი, საქართველო
მიმდინარე პროექტების სერიის ეს ლექცია შეეხება სამაგიდო თამაშების შექმნის პროცესს და აქცენტს გააკეთებს მომხსენებლის უახლეს თამაშზე: ”დემოკრატია: უმრავლესობა მართავს”. თამაში ახდენს დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების (ან კრახის) სიმულაციას, რაც დაფუძნებულია მომხსენებლის  გამოცდილებაზე პოლიტიკური კამპანიების წარმოებაში და  მსოფლიოს პოლიტიკურ სისტემებთან ურთიერთობაში, ასევე სელექტორატის თეორიაზე. ”დემოკრატია”, ეს არის თამაში დემოკრატიის რთული და წინააღმდეგობრივი მექანიზმების შესახებ. დემოკრატია - მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა... ყველა სხვა ფორმის შემდეგ. თამაში აქცენტს აკეთებს პოლიტიკის ფუნქციონირებაზე ნებისმიერ მასშტაბში: მეგობრების შეძენა, ალიანსების შექმნა, მოწინააღმდეგეების და მტრების მოტყუება, კონსენსუსების მიღწევა, საკუთარი თვალსაზრისის გაყიდვა, კოალიციების შექმნა, წყენის დაფარვა, თავის სუსტად მოჩვენება, მტრების სუსტი წერტილების მოძებნა და მათზე დარტყმის განხორციელება და სკეპტიკოსების მომხრეებად ქცევა. მოთამაშე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან გავლენიანი პირი, სხვა სიტყვებით, ფიგურა, რომელიც აკეთებს კამპანიების ორგანიზებას, ეთამაშება სისტემას და იგებს არჩევნებს. 
თამაშის მიზანია ქულების მოგროვება, რომლებსაც პოლიტიკური კაპიტალი ეწოდება. ის მორალური ავტორიტეტის, პოლიტიკური დომინანტობის და ხალხის ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა. მოთამაშეები პოლიტიკურ კაპიტალს აგროვებენ არჩევნების მოგების, მომგებიანი კოალიციების შექმნის და საკუთარი ძალაუფლების არგამოყენების გზით. ყველა მოთამაშეს აქვს საკუთარი პოლიტიკური იდენტობა, რომელიც ნაწილობრივ ნოლანის ცხრილზეა დაფუძნებული. თამაშის განმავლობაში ის სხვადასხვა როლებს ითავსებს თამაშის განსხვავებულ მოდულარულ  დომენებში ნავიგაციისას, როგორიცაა კანონმდებლები, ამომრჩევლები, აქტივისტები, მედია, ბიუროკრატია, სამართალი და ფული.თამაში მოქნილია და შესაძლებელია ისეთი ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციების სიმულირება, როგორიცაა საფრანდეთის რევოლუცია, ჰიტლერის აღზევება და ხავერდოვანი რევოლუცია. ის შექმნილია ისე, რომ მოერგოს სასწავლო პროცესის კონტექსტს. პრეზენტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია თამაშის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოების აქტივობა.
********
მარკ რაინ-ჰაგენი
 არის თამაშების შემქმნელი აშშ-დან, რომელიც ცნობილია, როგორც White Wolf -ის დამფუძნებელი და "Vampire: The Masquerade"-ის შემქმნელი. ის ასევე ცნობილია სოციალური მანიპულირების თეორიებთან დაკავშირებული მუშაობით, განსაკუთრებით, თამაშების სფეროში.  როგორც Wizards of the Coast-ის დამფუძნებელმა თანამფლობელმა, ხელი შეუწყო Magic:The Gathering-ის და Pokemon-ის თამაშების შექმნას, მას ასევე უმუშავია მრავალ როლურ და ვიდეო თამაშზე. მას გააჩნია სატელევიზიო პროდუქციისა და ფილმების შექმნის  გამოცდილება და აარონ სპელინგთან ერთად არის FOX-ის სატელევიზიო პრაიმ-ტაიმ შოუს თანადამფუძნებელი. მარკი ცხოვრობს თბილისში. ის თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან სხვადასხვა სფეროში და ჰყავს ოჯახი და შვილები. 
********
,,მიმდინარე პროექტების სერია” (W-i-P) არის აკადემიურ დისკუსიათა სერია, რომელიც იმართება ყოველ ოთხშაბათს თბილისში,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის შენობაში (ზანდუკელის ქ. 16). ,,მიმდინარე პროექტების სერიას” ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR/ACCELS.,,მიმდინარე პროექტების სერიის” მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და პროდუქტიული კრიტიკა.
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი ,,მიმდინარე პროექტების სერიის” ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: wip@crrccenters.org.