უკან
ოთხშაბათი | 19 დეკემბერი. 2012
მიმდინარე პროექტების სერია: 1956 წლის მარტი საქართველოში და საბჭოთა ნაციონალიზმი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2012 წლის შემოდგომის სეზონის რიგით მე-12 სესიას!
კლერ პ. კაისერი
„1956 წლის მარტი საქართველოში და საბჭოთა ნაციონალიზმი“
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი,  2012, 18:15ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველოზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო
აბსტრაქტი:
 მიუხედავად 1956 წლის თებერვალში ნიკიტა ხრუშჩოვის „საიდუმლო მოხსენებისა“ და საბჭოთა კავშირში დესტალინიზაციის კამპანიის ინიცირებისა, ქართველებმა სტალინის გარდაცვალების 3 წლისთავი 1956 წლის 5 მარტს მაინც გაიხსენეს. ხსოვნის გამოხატვა გადაიზარდა დემონსტრაციებში კონკრეტული მოთხოვნებით, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა 9-10 მარტს ძალადობრივი ფორმით ჩაახშეს. კლერი გაგვიზიარებს თავის საარქივო აღმოჩენებს 1956 წლის მარტის მოვლენების და ანტისტალინური კამპანიის ინტერპრეტაციის იმ ორი ფორმის შესახებ, რომლებსაც ახორციელებდა საბჭოთა საქართველოში მაშინ არსებული ორი დაინტერესებული მხარე: კომუნისტური პარტიის წევრები და სამხედროები. ამასთან, კლერი 1956 წლის მოვლენებს ჩართავს საკუთარი დისერტაციის, უფრო ფართო პროექტში, რომელიც შეისწავლის ნაციონალურ პოლიტიკას და „საბჭოთა ქართველის“ ნაციონალური ინტერესების და იდენტობის კულტივაციას 1938-1978 წლებში.
კლერ კაისერი 
არის PhD კანდიდატი ფილადელფიის პენსილვანიის უნივერსიტეტში, რუსეთის და საბჭოთა ისტორიის განხრით. ის თბილისში საარქივო კვლევას ატარებს 2012-2013 აკადემიური წლის მანძილზე, როგორც ამერიკული საბჭოების კვლევის და ენათმეცნიერების სტიპენდიანტი. მისი დისერტაცია იკვლევს სტალინის ეპოქის გვიანდელი და შემდგომი პერიოდის ნაციონალურ პოლიტიკას საქართველოს სსრ-ში. პენსილვანიის უნივერსიტეტში მისვლამდე კლერი მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო სტრატეგიულ საკონსულტაციო ფირმაში, კიევში ამერიკის საელჩოში და აზერბაიჯანსა და უკრაინაში OSCE-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი დიპლომატიაში და მაგისტრის ხარისხი ევრაზიის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ვალშის დიპლომატიის სკოლაში. 
***
„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა. 
გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.