უკან
ორშაბათი | 29 სექტემბერი. 2014
მიმდინარე პროექტები: ჰანს გუტბროდი გამჭვირვალობის შესახებ, 1 ოქტომბერი

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდენთ 2014 წლის შემოდგომის სეზონის მესამე სესიას!

ჰანს გუტბროდი, Transparify.org
'გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის'

ოთხშაბათი, 1 ოქტომბერი, 2014, 18:30
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი/CRRC-საქართველო
კავსაძის ქ. 3, თბილისი, საქართველო

დამატებითი ინფორმაცია თემის და ავტორის შესახებ იხილეთ ინგლისურენოვან გვერდზე.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS). „მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.