უკან
პარასკევი | 15 ივნისი. 2012
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კვლევის დირექტორის პოზიციაზე
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კვლევის დირექტორის პოზიციაზე.  ეს არის უნიკალური შანსი მონაწილეობა მიიღოთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მრავალ ინოვაციურ და საინტერესო კვლევით პროექტში, რომელსაც CRRC ახორციელებს. CRRC საქართველოს ოფისიდან კვლევის დირექტორი ჩართული იქნება ასევე CRRC აზერბაიჯანის და სომხეთის კვლევით პროექტებში.
პოზიციის აღწერა
კვლევის დირექტორი, CRRC საქართველოს დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ, იმუშავებს მიმდინარე კვლევით პროექტებზე და მონაწილეობას მიიღებს გამოკითხვების დაგეგმვაში. ასევე წარმოადგენს კვლევის შედეგებს სხვადასხვა ფორმატით (მოამზადებს ანგარიშს, გააკეთებს პრეზენტაციებს  და მონაცემთა შეჯამებას, იმუშავებს ბლოგზე). იგი იქნება პასუხისმგებელი მეთოდოლოგიური ინოვაციის დანერგვასა და ტრეინინგების ჩატარებაზე.  ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულებისას, კვლევის დირექტორი დაეყრდნობა CRRC -ს წარმატებულ გამოცდილებას. კვლევის დირექტორის მოვალეობაში ასევე შედის კვლევითი პროექტის მენეჯმენტი. საქართველოში არსებული პროექტების პარალელურად, კვლევის დირექტორი იმუშავებს CRRC აზერბაიჯანის და სომხეთის კვლევით პროექტებზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს ბაქოსა და ერევანში ჩასვლას. 
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
• მუშაობს CRRC-ის სამ გუნდთან, რათა განავითაროს და წინ წასწიოს არსებული კვლევითი პროექტები; ასევე, უზრუნველყოფს აკადემიურ ხედვას და  ინოვაციებს კვლევით საკითხებში.• მონაწილეობას იღებს კვლევითი პროქტების შედეგების უმაღლეს დონეზე დამუშავებასა და გამოქვეყნებაში, რათა CRRC-ის მუშაობა ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.• უძღვება და მონაწილეობას იღებს კვლევითი მეთოდოლოგიის განვითარებაში; ხელმძღვანელობს CRRC-ის ინოვაციური მეთოდებით.• ამყარებს რეგულარულ კონტაქტს საზოგადოებასთან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; ასევე, უზრუნველყოფს CRRC-ის საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობას, მათ შორის, ონლაირ ბიულეტენის, ვებ-გვერდისა და ბლოგის გამოყენებით.• საჭიროებისამებრ მეთვალყურეობს პროექტების მენეჯმენტს, რათა უზრუნველყოს CRRC-ის კლევითი პროექტების მაქსიმალური წარმატება.• წარადგენს CRRC-ის კვლევით პროექტებს აკადემიურ სემინარებზე, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.• ასრულებს სხვა მოვალეობებს CRRC-ის ზოგადი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.კვალიფიკაცია
განათლება:კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის (PhD) ხარისხი, სასურველია სოციალურ მეცნიერებებში. ამასთანავე, აუცილებელია დამოუკიდებელი კვლევის გამოცდილება. გამონაკლის შემთხვევებში, განიხილება ისეთი კანდიდატებსაც, რომელთაც მხოლოდ მაგისტრის ხარისხი აქვთ, მაგრამ აქვთ PhD-ის დონის კვლევითი გამოცდილება.
გამოცდილება: • მინიმუმ 5-წლიანი საერთაშორისო კონტექსტის კვლევითი გამოცდილება, კვლევის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით.• კანდიდატი უნდა ფლობდეს განსაკუთრებულ ორგანიზაციულ, ზეპირ და წერითი მეტველების უნარებს. ასევე,  კანდიდატს მოეთხოვება ჯგუფური მუშაობის წარმატებული გამოცდილება.
სხვა: კანდიდატისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მშობლიურ ან სრულფასოვან დონეზე. სასურველია რუსული და/ან რომელიმე კავკასიური ენის ცოდნა. კანდიდატმა კარგად უნდა იცოდეს კომპიუტერი და იყოს კომუნიკაბელური.ეს არის დასაქმების უნიკალური შანსი მათთვის, ვისაც სურს განავრცოს თავისი კვლევის გამოცდილება და იმუშაოს დინამიურ, ძლიერ და მრავალფეროვან გარემოში კვალიფიციურ კოლეგებთან ერთად.
განცხადების შემოტანის ფორმა: 
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი, კვლევითი ნაშრომი/წერითი ნიმუში და ერთი მოკლე ესსე  შემდეგ მისამართზე: applications+RD@crrccenters.org  2012 წლის 22 ივნისის სამუშაო დღის დასრულებამდე. ესსე უნდა ეყრდნობოდეს კავკასიის ბარომეტრს (www.crrccenters.org)  და მასში წარმოჩენილი უნდა იყოს ის მიგნებები, რომლებიც კანდიდატის მიერ ჩაითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად. ესსე დაწერილი უნდა იყოს დამაჯერებელი და მარტივი ენით, ბლოგის პოსტის ფორმატის შესაბამისად. გთხოვთ, ესსეებს მიაწეროთ თქვენი სახელი და გვარი.