უკან
სამშაბათი | 10 აპრილი. 2012
კარნეგის კვლევითი სტიპენდიის პროგრამა
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აცხადებს კარნეგის კვლევითი სტიპენდიის პროგრამას (CRFP) 2012-2013 წლისთვის. ეს პროგრამა მკვლევარებს სამხრეთ კავკასიიდან აშშ-ში კვლევის ჩატარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. CRFP-ს ორგანიზებას უწევს ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ეროვნული საბჭო (NCEEER) ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის ACTR/ACCELS (ამერიკული საბჭოები) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) თანამშრომლობით. 
სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ დარგში მოღვაწე მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ინდივიდუალურ კვლევებში (რომლებიც არ არის მიმართული ხარისხის მინიჭებაზე) აშშ-ს უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში. პროგრამა გამიზნულია  მკვლევრებზე,  რომელთაც გააჩნიათ კვლევის ჩატარების დოკუმენტირებული გამოცდილება. კვლევითი პერიოდი გრძლედება სრული სემესტრი (4 თვე), რომელიც დაიწყება 2012 წლის სექტემბერში, ან 2013 წლის იანვარში. 
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ პირებს:
  • სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეები; 
  • აპლიკანტები, რომელთა საკვლევი თემა ეხება შემდეგს: „სამხრეთ კავკასია: ცხოვრება გარდამავალ პერიოდში“.
  • სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები მათი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, რომლებსაც არ გააჩნიათ ბოლო პერიოდში აშშ-ს რომელიმე დაწესებულებაში კვლევის ჩატარების გამოცდილება.  
  • მეცნიერებებათა კანდიდატის, ან უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირები, ან ისინი, ვინც აპლიკაციის მომენტში მუშაობენ „საკანდიდატო დისერტაციაზე“. 
  • მკვლევრები, რომლებიც წერილობითი და სალაპარაკო ინგლისურის ისეთ დონეს ფლობენ, რომელიც საკმარისია დამოუკიდებელი კვლევის ჩასატარებლად და კოლეგებთან ურთიერთობისთვის. 
  • მკვლევრები, რომლებსაც აქვთ პუბლიკაციები (სამეცნიერო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს შეუძლიათ აკადემიურ კონფერენციებზე წარდგენილი საკუთარი ნაშრომების ციტირება) კონკრეტულ სფეროში. 
  • მკვლევრები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ და შეინარჩუნონ აშშ-ს J-1 ვიზა. 
  • მკვლევრები, რომლებსაც შეუძლიათ  CRFP-ის დაწყება 2012 წლის სექტემბერში, ან 2013 წლის იანვარში.
განაცხადის შემოსატანად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები: 
  • ორი სარეკომენდაციო წერილი (ოფიციალური ბეჭდებით)
  • ხუთიდან შვიდ გვერდამდე კვლევითი პროექტის განაცხადი
  • CV ან რეზიუმე
  • საერთაშორისო სამგზავრო პასპორტის მკვეთრი ასლი (თუ შესაძლებელია)
  • კონფიდენციალობის შეთანხმება
აპლიკანტებმა სამხრეთ კავკასიიდან უნდა  მოგვაწოდონ აპლიკაციები  CRRC-ს ადგილობრივ ოფისებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ასევე შესაძლებელია  აპლიკაციის როგორც ელექტრონული სახით შევსება, ასევე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნა -  applications@crrccenters.org.გთხოვთ, დეტალურად და ყურადღებით  შეისწავლოთ სახელმძღვანელო დოკუმენტი (Carnegie Guideline) და აპლიკაციის ფორმა, რათა დროულად აირიდოთ თავიდან გაუგებრობა. NCEEER, ამერიკული საბჭოები და CRRC არ ახდენენ დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, ეროვნებისა და ეთნიკური წარმომავლობის ან უნარშესაძლებლობების საფუძველზე. 
საბუთების ოფისში მოტანის/მიღების საბოლოო ვადაა 2012 წლის 30 აპრილი, 17:00 სთ. კარნეგის კვლევითი სტიპენდია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მკვლევრებისთვის წინ წასწიონ საკუთარი კვლევითი სამუშაო აშშ-ში დამოუკიდებელი კვლევის პერიოდში. გაითვალისწინეთ რომ შერჩევის პროცესი იქნება ძალიან კონკურენტული, ვინაიდან წარსადგენი კვლევითი პროექტი საკმაოდ ლაკონური და ამავდროულად ამომწურავი უნდა იყოს. 

თანდართული ფაილები:

Carnegie_Guidelines_2012.pdf

Carnegie_Application_2012.pdf

Privacy_Policy.pdf