უკან
სამშაბათი | 12 მარტი. 2013
IDP პირთა ხელახალი განსახლება საქართველოს ქალაქებში - სივრცითი სეგრეგაციის ახალი საშუალება?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), ამერიკული საბჭოები და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) წარმოგიდგენთ მიმდინარე პროექტების სერიის 2013 წლის გაზაფხულის სეზონის მეექვსე სესიას!   პროფესორი იოსებ სალუქვაძე და დავით სიჭინავა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

  • ოთხშაბათი, 13 მარტი, 2013, 18:15
  • ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)/CRRC საქართველო
  • ზანდუკელის ქ.16, თბილისი, საქართველო

პრეზენტაცია მიზნად ისახავს, ნათელი მოფინოს განსახლების სახელმწიფო პროგრამის გავლენას საქართველოს დევნილ მოსახლეობაზე და შეაფასოს, თუ როგორი ეფექტი გააჩნია მას დევნილების ქვეყნის საქალაქო საზოგადოებაში ჩართვაზე. შემოთავაზებული ჰიპოთეზის მიხედვით, ახლადშექმნილი დევნილთა ჩასახლებების ხელოვნური სივრცითი კლასტერიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს ხელახლაგანსახლებული მოსახლეობის ინტეგრაციის ხარისხზე. ანალიზი დამყარებულია კვლევითი პროექტის - „მარგინალიზაციასთან გამკლავება - შეუძლიათ დევნილთა თემებს საქართველოს ძირითად საქალაქო საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირება“ - ფარგლებში მოგროვებულ მონაცემებზე, რომელსაც თსუ საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი შვეიცარია-კავკასიის აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით ახორციელებს. ავტორების შესახებ: იოსებ სალუქვაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. დავით სიჭინავა არის გეოინფორმაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი CRRC-ში და ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის დოქტორანტი.

***

„მიმდინარე პროექტების სერიას“ ორგანიზებას უწევს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) და ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის (ACTR/ACCELS).

„მიმდინარე პროექტების სერიის“ მიზანია კავკასიის რეგიონის გარშემო კვლევითი და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა და კრიტიკა.

გსურთ წარმოადგინოთ თქვენი ნაშრომი „მიმდინარე პროექტების სერიის“ ფარგლებში? მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: natia@crrccenters.org.