უკან
ორშაბათი | 27 ოქტომბერი. 2014
ისტორია და მახსოვრობა“: MYPLACE პროექტის დასკვნითი ღონისძიება თელავში

2014 წლის 24 ოქტომბერს თელავის მედია კაფეში გაიხსნა თელაველი მოზარდების პოსტერების გამოფენა თემაზე „ისტორია და მახსოვრობა“, რომელიც მომზადდა ევროკავშირის MYPLACE პროექტის ფარგლებში. საქართველოში ამ პროექტს ახორციელებს CRRC-საქართველო 2011 წლიდან; პროექტის ისტორიული კომპონენტის პარტნიორი იყო YMCA-თელავი, რომელმაც კოორდინაცია გაუწია მოზარდების გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი პოსტერები და მასალები ასახავდა, თუ როგორ აღიქვამენ მოზარდები საქართველოს და თელავის უახლესი ისტორიის იმ მოვლენებს, რომლებიც, თავად მოზარდების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - აფხაზეთის ომი და თელავის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების მიერ შეგროვებული მასალები თელავში მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული ეკლესიის, გორიჯვარის შესახებ, რომელიც უცნობი მიზეზების გამო არ მოხვდა რეაბილიტაციის პროგრამაში. 

პოსტერების გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

ღონისძიების ვიდეო იხილეთ აქ.