უკან
ოთხშაბათი | 25 სექტემბერი. 2019
CRRC საქართველომ ომნიბუს გამოკითხვისთვის კითხვების მიღება დაიწყო
2019 წლის დეკემბერში CRRC-საქართველო ომნიბუს გამოკითხვას ატარებს. წინა ომნიბუს გამოკითხვა მოიცავდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და ჰარვარდის მკვლევრების შეკითხვებს.

ვიწვევთ ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს, ვინც დაინტერესებულია გამოკითხვაში კითხვების ჩამატებით, დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდონ შეკითხვები 15 ნოემბრამდე.

ომნიბუს გამოკითხვაში კითხვების ჩამატება გაცილებით უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე მთლიანი გამოკითხვის კვლევითი ორგანიზაციისთვის დაკვეთა. სხვადასხვა ტიპის შეკითხვებისა და ექსპერიმენტული დიზაინის ჩამონათვალი და ფასები იხილეთ აქ.

2019 წლის დეკემბრის ომნიბუს გამოკითხვა მოიცავს 1000 რესპონდენტს, ჩატარდება პირისპირ გამოკითხვის მეთოდით და იქნება ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). თითოეული კითხვისთვის შესაძლებელი იქნება დემოგრაფიული კროსტაბულაციების მომზადება, მათ შორის: ასაკის, სქესის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსისა და საცხოვრებლის ტიპის (დედაქალაქი, სხვა ქალაქები, სოფლები) მიხედვით.

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და მზად ვართ თანამშრომლობისთვის!

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დავით სიჭინავას (david@crrccenters.org) და დასტინ გილბრეტს (dustin@crrccenters.org).