უკან
პარასკევი | 04 ოქტომბერი. 2013
CRRC საქართველომ გამოაქვეყნა მედია მონიტორინგის ანგარიში 18 აგვისტო - 18 სექტემბერი პერიოდისთვის

 

CRRC  აქვეყნებს წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის მეოთხე ანგარიშს პერიოდისთვის 18 აგვისტო - 18 სექტემბერი. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში CRRC-მ დაიწყო მედია მონიტორინგის ახალი ტალღა შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში. მონიტორინგი დაიწყო 15 მაისს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით. დაკვირვება ხდება 7 სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე. აგვისტოდან მონიტორინგს გამოაკლდა მეცხრე არხი, რადგან შეწყვიტა მაუწყებლობა.18 აგვისტოდან 18 სექტემბერის ჩათვლით ყველა არხზე (აჭარის ტელევიზიის გარდა) საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქტიურად შუქდებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები და მათი კამპანიები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერცერთ არხზე დათმობილი დროის მიხედვით კანდიდატები პირველ ხუთეულში ვერ მოხვდნენ. დათმობილი დროის მიხედვით, ყველა არხზე, პირველ ხუთეულში მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ქართული ცონება იყვნენ. თითქმის ყევლა არხზე საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დათმობილ დროში საკმაოდ დიდი წილი დადებით ტონს უჭირავს. რაც, გარკვეულწილად, გამოწვეული იყო მათი კამპანიების ხშირი გაშუქებით. კანდიდატების გამოსვლების,  მათი აქტივობების და განცხადებების ხშირი გაშუქებით. მონიტორინგის წინა პერიოდებთან შედარებით, ვრცელი, ანალიტიკური და დაბალანსებული სიუჟეტების რიცხვმა იმატა. თუმცა, მსგავსად წინა პერიოდებისა, იყო შემთხვევები, როცა არხები თავისი საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად ზოგიერთ ამბავს სხვადასხვა კუთხით და შინაარსით აშუქებდნენ. იმის მიხედვით, თუ რომელი არხის საინფორმაციო გამოშვებას შეხედავდა მაყურებელი, საკმაოდ განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩებოდა კონკრეტულ სუბიექტსა თუ ამბავთან დაკავშირებით. თუმცა, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, გამოკვეთილი პოლარიზება არხების უმეტესობაში არ შეინიშნებოდა. ხშირად სხვადასხვა არხებზე გასული სიუჟეტები შუალედურ და ნეიტრალურ პოზიციას ამჟღავნებდნენ გაშუქებული თემის მიმართ. რომელიმე სუბიექტის დადებითად ან უარყოფითად გაშუქება დამოკიდებული იყო კონკრეტული გაშუქებული მოვლენის შინაარსზე.ანგარიშის სრული ვერსია ქართულად შეგიძლიათ იხილოთ აქ და ასევე ვებგვერდზე www.mediamonitor.ge.თანდართული ფაილები:  CRRC_MM_Report_18_Aug-18_Sept_2013.pdf