უკან
პარასკევი | 15 იანვარი. 2016
CRRC-საქართველო აცხადებს მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომზადებული პუბლიკაციების კონკურსს

CRRC-საქართველო აცხადებს კონკურსს მათთვის, ვისაც აინტერესებს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები, სურვილი აქვს გააანალიზოს მოსახლეობის გამოკითხვების შედეგები და მოამზადოს ჟურნალისტური პუბლიკაციები, რომლებიც ამ შედეგებს გააშუქებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ამ კონკურსში?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, 

•  ვინც კარგად წერს,
• ვისაც აინტერესებს მოსახლეობის გამოკითხვების შედეგების ანალიზი სპეციალური ონლაინ პროგრამის მეშვეობით, რომელიც არ მოითხოვს შესაბამისი სტატისტიკური პროგრამების ცოდნას,
• ვისაც სურს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოამზადოს და გამოაქვეყნოს რამდენიმეჟურნალისტური პუბლიკაცია მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.


როგორ ხდება განაცხადის შემოტანა?

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 15 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ CV (ქართულ ენაზე) და 800-1000 სიტყვიანი სტატია (ასევე ქართულ ენაზე), რომელიც დაფუძნებული იქნება CRRC-საქართველოს მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ანალიზზე.

სად შეიძლება მონაცემების ნახვა და როგორ ხდება ამ მონაცემების ანალიზი?

• მონაცემები ხელმისაწვდომია CRRC-საქართველოს მონაცემთა ვებ-გვერდზე;
• 2016 წლის 27 და 28 იანვარს (14:00 საათზე) CRRC-საქართველო მოაწყობს საინფორმაციო შეხვედრებს დაინტერესებული პირებისთვის CRRC-საქართველოს ახალ ოფისში, სადაც ახსნილი იქნება, თუ როგორ ხდება მონაცემთა ანალიზის ონლაინ პროგრამით (Online Data Analysis - ODA) სარგებლობა, ასევე განხილული იქნება მონაცემთა ანალიზისა და ინტეპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

რა მოეთხოვებათ შერჩეულ სტიპენდიანტებს?

• შერჩეული სტიპენდიანტები სამი თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 1000 ლარის ოდენობის სტიპენდიას. 
• ამ პერიოდის მანძილზე თითოეულმა სტიპენდიანტმა უნდა მოამზადოს 4-6 პუბლიკაცია, რომელიც დაეფუძნება CRRC-საქართველოს მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. პუბლიკაციების მომზადებაში სტიპენდიატებს დაეხმარება CRRC-საქართველოს მკვლევართა გუნდი.
• პუბლიკაციები გამოქვეყნდება ქართულ ინტერნეტ გამოცემებსა და ბეჭდურ მედიაში.

27 და 28 იანვრის საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა 25 იანვრამდე უნდა გამოაგზავნონ მეილი შემდეგ მისამართზე: applications@crrccenters.org. გთხოვთ, მეილში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თარიღი (27 ან 28 იანვარი).

CV-ს და პუბლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 თებერვალი მისამართზე:applications@crrccenters.org. გთხოვთ, ფაილები გამოაგზავნოთ Micorsoft Word-ში და სათაურში მიუთითოთ „CRRC კონკურსი 2016“.